ისტორია


საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი (სბგც) "კავკასია" დაარსდა 2001 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კანადის წმ. მარიამის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის განვითარების ცენტრთან თანამშრომლობითა და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (CIDA) – ფინანსური მხარდაჭერით. 2002 წლიდან სბგც ”კავკასია” წარმოადგენს რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ცენტრის სერვისების სპექტრს მიეკუთვნება – ტრენინგები, საკონსულტაციო მომსახურება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ბიზნეს და შესაბამის იურიდიულ სფეროში, ახალგაზრდების რეკრუტირება და დასაქმება.


სბგც ”კავკასია” ასაქმებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა სასწავლო დაწესებულებების ბაკალავრ და მაგისტრ სტუდენტებს როგორს სხვადასხვა კომპანიებში, ასევე სბგც ”კავკასიის” ოფისში და შესაძლებლობას აძლევს მათ მონაწილეობა მიიღონ ტრენინგებში და საკონსულტაციო საქმიანობაში. ბიზნეს განვითარების ტრენინგების შემდეგ საუკეთესო სტუდენტები ერთვებიან სტუდენტურ საკონსულტაციო პროექტებში (სსპ). ყოველ საკონსულტაციო პროექტს განიხილავს ფაკულტეტის საკონსულტაციო საბჭო (ფსს), რომელიც შედგება მოწვეული ექსპერტებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა თუ სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისაგან. 


სბგც კავკასიის სტუდენტური საკონსულტაციო პროექტების განხორციელებას თბილისსა და სხვა რეგიონებში მხარს უჭერენ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი (SME Support Project), ფონდი-ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (MCG) აგრობიზნესის განვითარების პროექტი (ADA), რომლის შემსრულებელია CNFA, ასევე მსოფლიო ბანკის მცირე გრატნების პროგრამა, ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველო” და სხვა.


სბგც ”კავკასიის” მიერ განხორციელებული პროექტების სრული ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე პროექტები



   
Copyright@2009