ბათუმის ოფისი

განათლებისა და დასაქმების ფორუმი – 2008

 

2008 წლის 28 ივნისს საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრმა კავკასიამ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა (USAID s SME Support Project), ეუთოს მისიამ  საქართველოში (OSCE Mission to Georgia) და ელიტ ელექტრონიქსმა ჩაატარა განათლების და დასაქმების ფორუმი 2008, როგორც აჭარაში განხორციელებულისტუდენტური საკონსულტაციო rეგიონალუღი პროგრამის დასკვნითი ეტაპი. ფორუმს უმასპინძლა ფიროსმანის . #14 მდებარე კომპლექსურმა სასპორტო სკოლამ.

 

ბათუმში განათლების და დასაქმების ფორუმის შედეგად საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრმა კავკასიამ მიიღო 1530 CV. კომპანიებმა მათ მიერ გამოცხადებული კრიტერიუმების მიხედვით მიიღეს 1016 CV.


განათლების და დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო 40-მდე კომპანიამ. მათ შორის:

სსჯიპიაი ჰლდინგი”, სსტაოპრივატ ბანკი”,სსბანკი კონსტანტა”, სსსაქართველოს ბანკისსP”პროკრედიტ ბანკი”, სსსტანდარტ ბანკი”, Beeline georgia, PSP, saqarTvelos universiteti , British Center, baTumis biznesis umaRlesi skola, Tourism School of Caucasia, L.T.D. Elite Consulting Group, L.T.D. “Euroskani”, Hotel “Davit”, ბათმის საზღვაო აკადემია, S.p.s “Hekate”, S.p.s. “Merkuri”, International Educational Center in Batumi, L.T.D. International Batumi Office of Education and Trainings, Batumi Education Development and Employment Center.

 

 

ბათუმის ფორუმზე მოხდა აჭარაში განხორციელებული სტუდენტური საკონსულტაციო რეგიონალური პროგრამის ფარგლებში მომზადებული შემდეგი პროექტების პრეზენტაცია:

•  ამხანაგობა მაჭახელა - მაჭახელას ხეობის მეფუტკრეთა გაერთიანება. პროექტისდამფინანსებლები: ელიტ ელექტრონიქსი (55 000 აშშ დოლარი) და ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (MCG) აგრობიზნესის განვითარებისპროექტი (ADA) (41 720 აშშ დოლარი).

•  ... ვაგი - მურაბების, ნატურალური წვენების და ხილის ჯემების საკონსერვოწარმოება. დამფინანსებელი: ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (MCG)აგრობიზნესის განვითარების პროექტი (ADA). გრანტის ოდენობა 100 000 აშშდოლარი.

•  ინდ. მეწარმე ზურაბ კირჩხელი - ნატურალური წვენების, შოკოლადების დანაბეღლავის დისტრიბუცია აჭარის რეგიონში. პროექტი განკუთვნილი იყოსამომავლო დაფინანსებისთვის.

•  ... Adjara Travel ტურისტული მარშუტები მაღალმთიან აჭარაში. პროექტიგანკუთვნილი იყო სამომავლო დაფინანსებისთვის.

•  ... ,,იურმალა კოსმეტიკის და პარფიუმერიის დისტრიბუცია ლატვიიდანსაქართველოში. დამფინანსებელი: ელიტ ელექტრონიქსი.



2008 წლის მიწურულს სბგც კავკასიის ბათუმის ოფისი ჩამოყალიბდა ამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციად და აქტიურად ახორციელებს მთავარ მისიას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას აჭარის რეგიონში.

 

2008-2009-2010 წლებში საკონსულტაციო ჯგუფის უმრავლესობა საქმდება წამყვან კომერციულ და თუ სამთავრობო დაწესებულებებში, ხოლო მათი ნაწილი რჩება ბათუმის ოფისში სხვადასხვა სახის პროექტებზე სამუშაო.

 

ინეზა ხინიკაძე - შპს მელი XXI”-ის (სილამაზის სალონი) ბუღალტერი; ასევე
შპსინტექ”-ში შესყიდვების მენეჯერი.

ნინო გორგილაძე - ს.ს ბანკი კონსტანტანტა - საკრედიტო ექსპერტი;

დავით არძენაძე - აჭარის ფინ. ეკ სამინისტრო - სტაჟიორი; აიპ კავკასიონი - ბათუმის შტაბის ხელმძღვანელი; ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ინტელექტი - ეკონომიკის ექსპერტი; ორგანიზაცია ახალგაზრდული ინიციატივებით - ხელმძღვანელი;

ვლადიმერ გასიტაშივილი - ს.ს ბანკი კონსტანტა - საკრედიტო ექსპერტი, შ.პ.ს ნიუ ენერჯი - ფინანსური მენეჯერის მოადგილე; შ.პ.ს ბათმი პალაზა - ფინანსური დირექტორი;

ნოდარ ჩიქოვანი - ს.ს ბანკი კონსტანტა-საკრედიტო ექსპერტი, ს.ს ალიანს ჯგუფი - რეგიონალური მენეჯერი; შ.პ.ს უნიმედი აჭარა - ფინანსური მენეჯერი;

თორნიკე მახარაძე - ს.ს საქართველოს ბანკი - კორპორატიული ბანკირი; შ.პ.ს გზა- ფინანსური მენეჯერი;

გიორგი ჯაბნიძე - ს.ს საქართველოს ბანკი - კორპორატიული ბანკირი;

გიორგი ფუტკარაძე - შ.პ.ს იურმალა - დამფუძნებელი; შ>პ.ს ერა პალასი - ფინანსური დირექტორი;

გიორგი ფუტკარაძე - ს.ს საქართველოს ბანკი - კორპორატული ბანკირი; შპს ორბი ჯგუფი - პროექტის მენეჯერი;

 

        მაია ქობულაძე - შემოსავლების სამსახური;

გიორგი მურვანიძე - შ>პ.ს ლაზიკა კაპიტალი - ექსპერტი, შ.პ.ს პიაცა მენეჯმენტი - ფინანსური დირექტორი;

თეონა ხოროშვილი - ს.ს პროგრედიტ ბანკი - ოპერატორი;

ილია ფალავანდიშვილი - ბათუმის იუსტიციის სახლი - სამეურნეო განყოფილების უფროსი;

მირანდა ბერიძე - შ.პ.ს ოცნების სახლი - ბუღალტერი;

 

 

2009 წელს თებერვლის თვეში ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია ბათუმის ოფისი დასაქმების წახალისების მიზნით ქმნის სამუშაოს მაძიებელთა ელექტრონულ ბაზას, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა მოახდინოს საკუთარი CV-ის პირადი ინფორმაციის რეგისტრაცია. ხოლო საკონსულტაციო ჯგუფი ახდენს მათ გაფილტვრას და კომპანიებისთვის შეთავაზებას მათთვის სასურველი პოზიციის შესაბამისი მოთხოვნილებების შესაბამისად.

 

2009 წელი - სბგც კავკასია ბათუმის ოფისი ახდენს ბიზნესის განვითარების ტრენინგის ორგანიზებას, რომლის მიზანია ბათმის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დამატებით თეორიული განათლების მიცება კონკრეტულ დისციპლინებში და მათი ჩართვა პრაქტიკულ სამუშაოებში.  სატრენინგო პროცესს უძღვებიან ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები შემდეგ დისციპლინებში.

 

მენეჯმენტის საფუძვლები - ნოდარ ფუტკარაძე

მარკეტიგნი და PR ტექნოლოგიები - ნოდარ ფუტკარაძე

სტრატეგიული მენეჯმენტი - ზვიად ელიზიანი

საგადასახადო საქმე - ვაჟა ვერულიძე

ფინსნასური მენეჯმენტი - რამინ ცინარიძე

პრეზენტაციის უნარჩვევები - როსტომ ბერიძე

იმიტაციური ბიზნეს თამაშები - თინათინ ჟორჟოლიანი

























სასწავლო კურსი გაიარა 15 სტუდენტმა, რომლებსაც გადაეცათ კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

გადამზადებული სტუდენტებისგან შემდგარი ჯგუფი აგრძელებს საკონსულტაციო მომსახურებას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ახორციელბენ ბიზნეს გეგმების, ფინანსური გეგმებისა და მარკეტინგული კვლევების ორგანიზებას. საკონსულტაციო ჯგუფში წარმოდგენილნი არიან ბათუმის უნივერსიტეტის შემდეგი სტუდენტები:

მაია ქობულაძე, თეონა ხოროშვილი, რუსუდან გათენაძე, ნინო შანიძე, ნინო გორგილაძე, შალვა მალაყმაძე, გიგა მურვანიძე, მირანდა ბერიძე.

სატელეფონო კომპანია wematell-ის სასარგებლოდ სბგც კავკასია ბათუმის ოფისის სტუდენტური საკონსულტაციო ჯგუფის მიერ განხორციელდა სამომხმარებლო და კონკურენტული ბაზრის კვლევა, რომლის მიზანია მომხმარებელთა საჭიროებების განსაზღვრა, კონკურენტების უპირატესობების, ცნობადობისა და ბაზრის წილის დადგენა. აგრეთვე შემუშავდა მარკეტინგული სტრატეგია და განხორციელად დამატებითი აბონენტების მოზიდვა და კომპანიის ქსელში ჩართვა.


სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა 2013-2014

 

პროექტის დაწყების თარიღი: 01.10.2013 წელი;

პროექტის დასრულებით თარიღი: 01.04.2014 წელი;

პროექტის ავტორი და ორგანიზატორი:

საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი „კავკასია“ ბათუმის ოფისი და ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივები“;

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი:

აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი;

პროექტის პარტნიორები:

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი, ქ. ბათუმის მერია;

საინფორმაციო მხარდამჭერი:

აჭარის ტელე-რადიო მაუწყებლობა;

ახალი თაობის ტელევიზია -  GDS.

პროექტის მოკლე აღწერა:

პროექტი „სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა“ გულისხმობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მომზადებაგადამზადებას პროექტების, საგრანტო წინადადებების, ბიზნეს-გეგმების, საინვესტიციო წინადადებების წერისა და მართვის უნარჩვევებში, სტუდენტებში აკუმულირებულ იდეებზე ბიზნეს გეგმების შედგენას და საუკეთესო ბიზნეს-პროექტების გამოვლენას კონკურსის საშუალებით, ბიზნეს კულტურის ჩამოყალიბებას, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორში აკუმულირებული ცოდნისა და გამოცდილების სტუდენტებისათვის მიწოდებას, სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას წამყვან სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებში.

 

პროექტის მიზნები და ამოცანები:

პროექტის მისიაა დაეხმაროს სტუდენტებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.

პროექტის მიზნებია:     

1.      ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და სტუდენტ-ახალგაზრდების გააქტიურება აღნიშნულ სექტორში;

2.      სტუდენტებში სხვადასხვა ტიპის პროექტების წერისა და მენეჯმენტის საფუძვლების თეორიული და პრაქტიკული უნარ–ჩვევების ამაღლება;

3.      სტუდენტების გააქტიურება, დასაქმების წახალისება და აქტიურად ჩართვა საზოგადოებრივ საქმიანობაში;

4.      სტუდენტების  ცოდნის მაქსიმალური წარმოჩენა და მათი იდეების რეალიზება;

5.      სტუდენტების დაკავშირდება ბიზნეს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან;

6.      სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება და თვითმმართველობების ბიუჯეტის ათვისების სტიმულირება სოციალური პროექტების შემუშავების მეშვეობით;

7.      საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა ქვეყნის ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის განვითარებაში.

პროექტის ამოცანებია:

1.      სტუდენტების შერჩევა და პროექტში ჩართვა;

2.      სტუდენტების გადამზადება ბიზნეს უნარ-ჩვევებში სპეციალური ტრენინგების საშუალებით;

3.      პროფესიული კონსულტაციების და ტექნიკური დახმარების გაწევა;

4.      სტუდენტების ჩართვა პროექტების მომზადებისა და კვლევების ორგანიზების პროცესში;

5.      საუკეთესო პროექტების გამოვლენა და მათი დაფინანსებისათვის პოტენციური დონორი ორგანიზაციების მოძიება;

6.      გამოვლენილი პროექტებიდან საუკეთესოს შერჩევა;

7.      შერჩეული სტუდენტებისაგან საკონსულტაციო ჯგუფის ფორმირება და სტუდენტებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება.

პროექტის სამოქმედო გეგმა:

I ეტაპი – მოსამზადებელი სამუშაოები

ა) ტრენერების შერჩევა – ტრენერები შეირჩევა აჭარის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებიდან. აგრეთვე ტრენერებად მოწვეული იქნებიან დამოუკიდებელი ექსპერტები.

ბ) ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები და შეთანხმებები – ორგანიზაციის წამომადგენლები სტუდენტებს გაუზიარებენ თავიანთი საქმიანობის სფეროში დაგროვილ ცოდნას აგრეთვე კომპანიებთან მოხდება შეთანხმებები საუკეთესო სტუდენტების დასაქმებისა და საუკეთესო პროექტების დაფინანსების შესახებ.

დ) პროექტის პრეზენტაცია და სტუდენტების ინფორმირება – სტუდენტების ინფორმირებისათვის გაიმართება პრესკონფერენცია, მასიურად დარიგდება ფლაერები და გაეკვრება პოსტერები.

ე) სტუდენტების შერჩევა – გამოცხადდება კონკურსი და მოხდება განაცხადების მიღება (CV-ების სახით). პროექტის ფარგლებში პროექტების შერჩევის პროცესი წარიმართება ორ ეტაპად – I ეტაპი სტუდენტების არჩევა განაცხადებისა და CV-ების მიხედვით , II ეტაპი – I ეტაპზე არჩეული სტუდენტებთან  ტესტირებითა და გასაუბრებით გამოვლინდება 30 საუკეთესო სტუდენტი, რომლებსაც ჩაუტარდებათ ტრენინგები.

 

II ეტაპი – ტრენინგები

ა)  ტრენინგის ჩატარება

          სატრენინგო გრაფიკის შედგენა – შედგება ჩასატარებელ ტრენინგთა ცხრილი, სადაც გაწერილი იქნება თუ რომელ დღეს რომელ დისციპლინაში ჩატარდება ტრენინგი;

          სატრენინგო მასალების შედგენა – ტრენერებთან ერთად შემუშავდება სატრენინგო მასალები;

          სტუდენტებისთვის სატრენინგო გრაფიკის გაცნობა;

          ტრენინგების ჩატარება – ტრენინგები ჩატარდება შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ამ პროექტისათვის განკუთვნილ აუდიტორიაში. ტრეინინგებს ჩაატარებენ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული ექსპერტები წინასწარ შემუშავებული სატრეინინგო მასალებით;

 

ტრენინგები ჩატარდება შემდეგ თემებზე:

-    მენეჯმენტი (HR და TIME მენეჯმენტი) 8სთ, ნოდარ ფუტკარაძე;

-    სტრატეგიული მენეჯმენტი- 8 სთ, ზვიად ელიზიანი;

-    მარკეტინგი და PR ტექნოლოგიები - 8 სთ, ნოდარ ფუტკარაძე;

-    ფინანსური მენეჯმენტი - 6 სთ, რამინ ცინარიძე;

-    საგადასახადო საქმე – 6სთ, გიორგი ფუტკარაძე;

-    ბიზნეს სამართალი - 3 სთ, გულიკო კაჟაჭვილი;

-    ბიზნეს სიმულაციები - 6 სთ, თინათინ ჟორჟოლიანი;

-    ბიზნესის დაგეგმვა და დაწყება - 8 სთ, ირმა ჩხაიძე;

-    საგრანტო პროექტების მართვა - 5 სთ, დავით აძენაძე;

-    სოციალური მეწარმეობა - 5 სთ, Tom Ladek;

-    პრეზენტაციის უნარ-ჩვევები  – 3 სთ, როსტომ ბერიძე.

ჩატარებული ტრენინგებმა უზრუნველყო სტუდენტებში იმ საწყის საგანმანათლებლო ბაზისის შექმნას, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ტიპის საგრანტო პროექტებთან და ბიზნეს გეგმებთან პრაქტიკული მუშაობის პროცესში. არსებული მოიცავს პირველ ყოვლისა ნებისმიერი სახის საქმიანობის (როგორც აიპ–ების ასევე ბიზნესსექტორის) დაგეგმვისა და დაწყების დროს საჭირო თეორიულ თუ პრაქტიკული სამუშაოების ჩატარების ტექნოლოგიას, რომელიც გულისხმობს საწყის ეტაპზე პროექტის იდეის განხილვას, მის კვლევას, პროექტის დაგეგმვას ეტაპების მიხედვით და შრომითი რესურსების მობილიზაციას. ასევე, ფინანსური სახსრების ეფექტურ მართვას, რაც აუცილებელია არსებული რესურსების რაციონალურად გამოყენებისათვის; მარკეტინგული ღონისძიებების გატარებას, კერძოდ, მარკეტინგულ კვლევას, კვლევის შედეგების ანალიზს (რაც უმთავრესია პრობლემებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებისათვის). ტრენინგი ითვალისწინებს ასევე საგადასახადო საქმის შესწავლას, რადგან საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატებისთვის.

ტრენინგების დასრულების შემდეგ სტუდენტებს ჩაუტარდათ ტესტირება, რის საფუძველზე მოხდა 20 სტუდენტის შერჩევა. სტუდენტებს ასევე დაურიგდათ განვლილი სასწავლო კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

ბ) ექსკურსია–აუდიენციები – ტრენინგების მსვლელობის დროს, ყოველი ორი კვირის ბოლოს სტუდენტებს ექნებათ საშუალება ადგილზე დაათვალიერონ წარმატებული ორგანიზაციები, გაეცნონ მათ საქმიანობას, გაიზიარონ მათი გამოცდილებები.

გ) ტესტირება განვლილ ტრენინგებზე – ტრენინგ კურსების დასრულების შემდეგ სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტესტირება. ტესტირებით გაირკვევა ჩატარებული ტრენინგების ეფექტურობა.

დ) გასაუბრება – სტუდენტთა შერჩევის დასკვნით საფეხურს წარმოადგენს გასაუბრება, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდება ის მუშა ჯგუფი, რომელიც სამომავლოდ აიპ–ში გააგრძელებს შესაბამის პოზიციაზე მუშაობას.

III ეტაპი – სტუდენტების იდეების დამუშავება

          ჩამოყალიბდება ოთხი ხუთკაციანი გუნდი, რომლებიც დაიწყებენ იდეების ფორმირებასა და პროექტებზე მუშაობას.

          პროექტებზე მუშაობისას მონიტორინგი და კონსულტაციების გაწევა   –  ტრენინგების ჩატარების შემდეგ სტუდენტები დაიწყებენ არსებულ იდეებზე პროექტების შედგენას. პროექტების შედგენის დროს სტუდენტებს კონსულტაციას გაუწევს და მათ საქმიანობაზე მონიტორინგს განახორციელებს საინიციატივო ჯგუფის მიერ ლექტორ–მასწავლებლებისა და მოწვეული ექსპერტებისაგან წინასწარ შედგენილი საკონსულტაციო საბჭო.

          სტუდენტებს ექნებათ საშუალება ჩაატარონ მარკეტინგული კვლევები საკუთარი პროექტის ფარგლებში.

          პროექტების შიდა პრეზენტაცია – პროექტების დამუშავების შემდეგ მომზადდება პრეზენტაციები. ჩატარდება პრეზენტაციების პილოტაჟი.

IV ეტაპი - სტუდენტური საკონსულტაციო ჯგუფის ჩამოყალიბება

          საინიციატივო ჯგუფისაგან სტუდენტური საკონსულტაციო ჯგუფის ჩამოყალიბება;

          გადამზადებული სტუდენტების შესაბამის პოზიციებზე განთავსება;

          სამოქმედო გეგმის შედგენა – სტუდენტებისათვის უფასო კონსულტაციების გაწევა; დონორი ორგანიზაციებისა და საგრანტო პროექტების შესახებ საინფორმაციო ბაზის შედგენა და მათი განთავსება უნივერისტეტის საინფორმაციო დაფაზე; პერიოდული მარკეტინგული კვლევების წარმოება; კლიენტების მოძიება და სხვადასხვა ტიპის პროექტებზე მუშაობა და სტუდენტთა ჩართულობის გააქტიურება.

V ეტაპი  - სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა  -  პროექტის წარდგინება

 

პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად მივიღებთ:

-    პროექტის მართვისა და ბიზნესის ადმინისტრირების სხვადასხვა დისციპლინაში გადამზადებულ, სერტიფიცირებულ 30 სტუდენტს.

-    შრომისმოყვარე, პრაგმატულად მოაზროვნე და სოციალურად პასუხისმგებლიან  სტუდენტთა გუნდს, რომელიც სტუდენტური საკონსულტაციო ჯგუფის სახით გააგრძელებს მოხალისეობრივ საქმიანობას სტუდენტებისა და დამწყები მეწარმეების სასარგებლოდ.

-    პროექტში ჩართული სტუდენტები უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად მიიღებენ მნიშვნელოვან სამუშაო გამოცდილებას, რაც ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია მათი შემდგომი დასაქმებისთვის წამყვან კომერციულ, სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებებში.

-    სტუდენტებს მიეცემათ საშუალება გაიცნონ მათი პოტენციური დამსაქმებლები და გაიზიარონ წარმატებული მეწარმეების გამოცდილება.

-    ბიზნეს ოლიმპიადაზე წარმოდგენილი ბიზნეს გეგმებისთვის ფინანსების მოზიდვისა და რეალურ ბიზნესად გარდაქმნის შესაძლებლობა.

-    სხვადასხვა პროფესიის მქონე ბიზნეს უნარ-ჩვევებში გადამზადებული, სამუშაო გამოცდილების მქონე, მოტივირებული, ახალგაზრდა კადრების შერჩევის შესაძლებლობა მეწარმეებისთვის.  

   
































ბიზნეს ოლიმპიადის პროცესში შემუშავდა შემდეგი ბიზნეს-გეგმები:

1.    შპს „ნადაბური“ - შპსნადაბური, ჩვენ მიერ შემუშავებული ბიზნეს გეგმისა და საინვესტიციო წინადადების მეშვეობით დაიწყო მინერალური წყლების ბიზნესი.  2014 წლის ივლისიდან ჩამოასხა პირველი საცდელი პარტია და შევიდა აჭარის ა.რ.-ის მინერალური წყლების ბაზარზე. საწარმო მდებარეობს სოფელ ხიხაძირში.

კომპანიის მისიაა აწარმოოს უმაღლესი ხარისხის და სამკურნალო თვისებებით გაჯერებული მინერალური წყალი. კომპანიის ძირითადი მიზანია მოიპოვოს მომხმარებლის ნდობა და გაუწიოს ჯანსაღი კონკურენცია ბაზარზე არსებულ მინერალურ წყლებს. (პროექტზე მუშაობდნენ: ზანდა მესხიძე და ქეთევან ხიმშიაშვილი). 

კომპანიის ხელმძღვანელი: მალხაზ ხალვაში.

კომპანიის FB: https://www.facebook.com/MKhikhani?fref=ts

2.    iCoffee - ვენდინგის საშუალებით ყავის სხვადასხვა სახეობის გაყიდვა უმაღლეს სასწავლებლებში. კომპანია iCoffee პირველ ეტაპზე მიზნად ისახავს ყავის აპარატების განთავსებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აღნიშნულ ობიექტზე სტრატეგიული მომხმარებლის რიცხვი აღემატება 6000 ადამიანს. (პროექტზე მუშაობდნენ: ქრისტინა აფაქიძე, გიგა ბერაძე და ნათია დავითაძე).

3.    შპს „მწვანე სახლი“ -  რეგიონის ბაზარი რეგულარულ უზრუნველყოფა ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი ბოსტნეული პროდუქციით.

წინამდებარე ბიზნეს გეგმა მიზნად ისახავს მწვანილის სასათბურე მეურნეობის მოწყობას 500 2 ფართობში. სასათბურე კონსტრუქციაში დაგეგმილია დაიდგას სამსართულიანი გამართული თაროები .. სტელაჟები.

სასათბურე მეურნეობაში იგეგმება შემდეგი სიცივე გამძლე ბოსტნეული კულტურების წარმოება:

·         ქინძი;

·         ოხრახუში;

·         მწვანე ხახვი;

·         სალათის ფოთლები.

წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია პირველ ეტაპზე სრულად მოხდება ადგილობრივ (აჭარის ..) ბაზარზე. პარალელურ რეჟიმში კი კომპანიის მიერ იწარმოებს მოლაპარაკებები სასტუმროებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებთან გასაღების ბაზრების გაფართოებისათვის. (პროექტზე მუშაობდნენ: თა აბაშიძე, მალვინა ფარტენაძე, თათია გიორგაძე და არჩილ ჯუმუშაძე).

4.    შპს „ბათუმი-მოტო“არის ქ. ბათუმის ბაზრისათვის ინოვაციური ბიზნესი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ახალ მომსახურებას - მგზავრთა გადაადგილების სწრაფ და იაფ საშუალებას მოტოციკლების  საშუალებით.

მგზავრთა კომფორტული, სწრაფი და დაბალხარჯიანი გადაადგილება კომპანიის ძირითად მომსახურებას წარმოადგენს, თუმცა კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვა დამატებით მომსახურებასაც, კერძოდ კი:

-         მოტო-კურიერი;

-         მოტო-ექსკურსია;

-         მოტო-ივენთები;

-         მოტო-რენტა;

-         მოტო-რეკლამა.

(პროექტზე მუშაობდნენ: ანრი ბეჟანიძე, მელანო პაპიძე და მელანო აბაშიძე)

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ წარმატებული სტუდენტებისგან შეიქმნა სტუდენტური საკონსულტაციო ჯგუფი (ზანდა მესხიძე, ანრი ბეჟანიძე, მელანო აბაშიძე), რომლებიც დამოუკიდებლად აგრძელებენ საკონსულტაციო ჯგუფში მუშაობას შემდეგი მიმართულებით:

-         ბიზნეს გეგმების წერა

-         საგრანტოპროექტების წერა

-         საინვესტიციო წინადადებების შემუშავება

-         სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული კვლევების წარმოება

-         ბიზნეს საკონსულტაციო მუშაობა

-         რეკრუიტინგული მუშაობა

-         და სხვ.

საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შემუშავდა შემდეგი ბიზნეს-გეგმები:

1.    შპს „მესონი“ - ბიზნეს-პროექტი ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე წვენების გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედებას, რომელიც პირველ ეტაპზე უზრუნველყოფს 1 000 ტონა ხილის გადამუშავებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას.

2.    შპს „მანი“ - ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩოლოქის დასახლებაში 25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თანამედროვე ტექნოლოგიების მეფრინველეობის საწარმოსა (120 000 კგ ფრინველის ხორცის წარმოება) და მეცხოველეობის საკვები ბაზის წარმოება, კონკრეტულად კი ქართული ჯიშის სიმინდის მარცვლეულისა და სასილოსე მასის წარმოება.

განხორციელებული კვლევები:

1.      კომპანია „ორბი-ფიტნესის“ პასიურ, აქტიურ მომხმარებელთა და კონკურენტთა კვლევა;

2.      მხატვრული ლიტერატურის მკითხველთა ბაზრის კვლევა გამომცემლობებისა და წიგნების მაღაზიების სტრატეგიული გეგმების შემუშავების მიზნით;

3.      ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამომხმარებლო ბაზრის კვლევა;

4.      აჭარის ა.რ.-ში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის მენეჯმენტში არსებული მდგომარეობის კვლევა;

5.      ფრინველის ხორცის მომხმარებელთა ბაზრის კვლევა და სხვ.

 

გადამზადებული სტუდენტებისაგან შეიქმნა დამოუკიდებელი კომპანია Revolution. რომელიც არის მარკეტინგული კომპანია. კომპანიის უმთავრესი მისია კრეატიული და მარკეტინგული საქმიანობით დაინტერესებული სტუდენტებისათვის ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას უკავშირდება, რომელიც აჭარის რეგიონის საზოგადოებრივ, სახელმწიფო და ბიზნეს სექტორში არსებულ პრობლემების გამოვლენას და მის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომპოანიას შერჩეული ყავს 45-მდე სტუდენტი, რომლებიც აჭარაში მოქმედი სხვადასხვა კომპანიისათვის ამუშავებენ მარკეტინგულ სტრატეგიებს.

 

ორგანიზაციის ბაზაზე 2014 წლის აპრილიდან ფუნქციონირებს ბუღალტრული მომზადებისა და დასაქმების ცენტრი სადაც გადამზადებას გადის 30-მდე მსმენელი. პროექტს გააჩნია სოციალური პასუხისმგებლობაც, რაც გამოიხატება შემდგომში:

·         ყველა სტუდენტისათვის არსებული მომსახურების მიწოდება ხდება 50%-იანი ფასდაკლებით;

·         სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის ბუღალტრული მომზადების სტული კურსი გახლავთ უფასო.

მოცემული ეტაპისათვის სბგც „კავკასია“ ბათუმის ოფისი გარდა პერიოდული კონსულტაციების, რეკრუიტინგის, მარკეტინგული კვლევების, ბიზნეს გეგმებისა და საგრანტო წინადადებების შემუშავებისა მუშაობს კოოპერაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დამუშავებაზე, რომლის მიზანიც იქნება აჭარის მარალმთიანეთში ახალგაზრდული დარგობრივი კოოპერაციების განვითარება.



ალუმნები:

 

 

1. ინეზა ხინიკაძე - შპს მელი XXI”-ის (სილამაზის სალონი) ბუღალტერი; ასევე
შპსინტექ”-ში შესყიდვების მენეჯერი.

2.      ნინო გორგილაძე - ს.ს ბანკი კონსტანტანტა - საკრედიტო ექსპერტი;

3.  დავით არძენაძე - აჭარის ფინ. ეკ სამინისტრო - სტაჟიორი; აიპ კავკასიონი - ბათუმის შტაბის ხელმძღვანელი; ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ინტელექტი - ეკონომიკის ექსპერტი; ორგანიზაცია ახალგაზრდული ინიციატივებით - ხელმძღვანელი;

4.  ვლადიმერ გასიტაშივილი - ს.ს ბანკი კონსტანტა - საკრედიტო ექსპერტი, შ.პ.ს ნიუ ენერჯი - ფინანსური მენეჯერის მოადგილე; შ.პ.ს ბათმი პალაზა - ფინანსური დირექტორი;

5.     ნოდარ ჩიქოვანი - ს.ს ბანკი კონსტანტა-საკრედიტო ექსპერტი, ს.ს ალიანს ჯგუფი - რეგიონალური მენეჯერი; შ.პ.ს უნიმედი აჭარა - ფინანსური მენეჯერი;

6.  თორნიკე მახარაძე - ს.ს საქართველოს ბანკი - კორპორატიული ბანკირი; შ.პ.ს გზა- ფინანსური მენეჯერი; შ.პ.ს. „ბათუმი ცენტრალი“ - ფინანსური მენეჯერი;

7. გიორგი ჯაბნიძე - ს.ს საქართველოს ბანკი - კორპორატიული ბანკირი;

8.      გიორგი ფუტკარაძე - შ.პ.ს იურმალა - დამფუძნებელი; შ.პ.ს ერა პალასი - ფინანსური დირექტორი;

9.      გიორგი ფუტკარაძე - ს.ს საქართველოს ბანკი - კორპორატული ბანკირი; შპს ორბი ჯგუფი - პროექტის მენეჯერი; შ.პ.ს. „ბუღალტრული მომზადებისა და დასაქმებიც ნეტრი“ დირექტორი; კერძო აუდიტორი.

10.  მაია ქობულაძე - შემოსავლების სამსახური;

11.  გიორგი მურვანიძე - შ.პ.ს ლაზიკა კაპიტალი - ექსპერტი, შ.პ.ს პიაცა მენეჯმენტი - ფინანსური დირექტორი;

12.  თეონა ხოროშვილი - ს.ს პროგრედიტ ბანკი - ოპერატორი;

13.  ილია ფალავანდიშვილი - ბათუმის იუსტიციის სახლი - სამეურნეო განყოფილების უფროსი;

14.  მირანდა ბერიძე - შ.პ.ს ოცნების სახლი - ბუღალტერი;

15.  შალვა მალაყმაძე - შემოსავლების სამსახური, ექსპერტი;

16.  ანრი ბეჟანიძე - კომპანია „მოტივატორის“ დამფუძნებელი;

17.  ზანდა მესხიძე - სამშენებლო მკომპანია „green cape” - საწყობის არმრიცხველი-მენეჯერი.

 



   
Copyright@2009