სიახლეები
People in Need-ის საინფორმაციო შეხვედრა მცხეთაში
11 ივლისს ქალაქ მცხეთაში People in Need-ის ხელმძღვანელობით გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციების შეხვედრა , როგორც სოფლად ეკონომიკის 
გავნითარების ვექტორები. შეხვედრას უძღვებოდნენ: 

• ზაალ ანჯაფარიძე, People in Need, პროექტის მენეჯერი
• როსტომ გამისონია - სოფლად თემთა განვითარების სააგენტო (RCDA)
• Lauriane Gauny - People in Need მისიის დირექტორი
• PIN- წარმომადგენლები
• RCDA წარმომადგენელი
• სამიზნე სსო-ები

პროექტის მიზანს წარმოადგენს რეგიონული სსო-ების შესაძლებლობების გაძლიერება, რომ ისინი გახდნენ სოფლად დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეფექტური ვექტორები.პროექტის საბოლოო მიზანს წარმოადგენს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის დანერგვისა და მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართ სახელმწოფო პოლიტიკის გატარების პარალელურად რეგიონებში მოქმედი საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება.
პროექტი ხორციელდება იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო -ზემო სვანეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. ადგილობრივი სამიზნე ჯგუფი მოიცავს 16 სსო-ს სოფლად მოღვაწე მიკრო და მცირე მეწარმეებთან მუშაობის მანდატითა და გამოცდილებით, ასევე ყაზბეგის ლაგოდეხის ბორჯომის დედოფლის წყაროს თეთრიწყაროს ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებულ განვითარების ჯგუფებს.
აღნიშნულ შეხვედრაში ჩართული იყვნენ : დუშეთის ფერმერი ქალები ( რომლის პარტნიორი ორგანიზაცია არის საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი- GBDC ) შპს “მინდია” და არასამთავრებო ორგანიზაცია “სოციალური სოლიდარობა“.
ფერმერებმა შეხვედრაზე ისაუბრეს დღესდღეიობით არსებულ პრობლემებზე კერძოდ: მიუწვდომელ ფინანსებზე, ტექნიკაზე, კრედიტების ხელმიუწვდომლობაზე ასევე პროექტების წერის ცოდნის არარსებობაზე. მათ ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს სამომალო გეგმებზე.
შეხვედრის დასასრულს გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ადგენს თანამშრომლობის პირობებს People in Need - საქართველოს წარმომადგენლობასა და დუშეთის ფერმერთა კლუბს შორის საინფორმაციო-რესურს მაგიდის დაარსებაზე “პარტნიორი”ს ოფისში და მისი ჯეროვანი ფუნქციონირებისათვის რესურსების მიღებაზე, ასვე “პარტნიორი”ს მონაწილეობაზე პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებში.



   
Copyright@2009