სიახლეები
ბიოლოგიური მეღვინეობის და მევენახეობისა ტრენინგი ბათუმში
ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, კომპნია EVOLUXER-ის და კოოპერატივები განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრმა ქალაქ ბათუმში სასტუმრო მარანში გაიმართა ტრენინგი თემაზე : ბიოლოგიური მევენახეობა. ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ, მეღვინე-მევენახე კოოპერატივები.
ტრენინგს უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები: რეზო სანიკიძე მევენახეობა მეღვინეობის აკადემიის აკადემიკოსი, სერგო ბარამიძე - საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის დირექტორი, ლევან ჩუბინიძე და ელენე ბუხაიძე (ღვინის ტურიზმის ასოციაცია)

ტრეინინგის ძირითადი საკითხებს წარმოადგენდა : 
• ვენახის გაშენება
• ვაზის დაავადებებთან ბრძოლა
• ვენახების განოყიერების სისტემა
• ნერგის წარმოება
• ღვინის დამუშავება
• ღვინის მარკეტინგი და ღვინის ტურიზმი
• ღვინის ექსპორტი

ტრენერმა სამიზნე ჯგუფს დეტალურად გააცნო ინფორმაცია ბილოგიური მევენახეობა - მეღვინეობის საწარმო ციკლის პრინციპების და ასევე საქართველოში დანერგილი პრაქტიკის შესახებ.
მონაწილეებს სამუშაო ჯგუფების ფორმატში საშუალება მიეცათ დეტალურად გაეწერათ ბილოგიური მევენახეობის აგრო კალენდრის პროცესები, განესაზღვრათ მევენახეობა - მეღვინეობის ყველა შესაძლო ხარჯები, ისინი გაეცნენ თერჯოლის ღვინის კოოპერატივის წარმატებულ საგრანტო განაცხადს/ბიზნეს გეგმას, მისი საშუალებით მიიღეს ინფორმაცია საჭირო კაპიტალ დაბანდების ოდენობის, ტექნოლოგიური ხაზის, ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების შესახებ თერჯოლის კოოპერატივის საფუძველზე. დამსწრეებს ქონდათ საშუალება ერთმანეთში გაეცვალათ ინფორმაცია მათი პრაქტიკული სამიანობის შესახებ, მათ გაიცნეს ერთმანეთი და დაგეგმეს თანამშრომლობა მომავალში სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.
ტრეინინგის დასასრულს მოეწყო ღვინის დეგუსტაცია. კოოპერატივის წევრებს გადაეცათ სერთიფიკატები.
ბათუმის ტრენინგის დროს მიღებულია რეზოლუცია ბილოგიური მევენახეობა მეღვინეობის სერტიფიცირების ორგანიზების შესახებ, ასევე შესაბამისი საწამლი საშუალებების გავრცელების კონტროლის შესახებ, GBDC მუშაობს ბიოლოგიური მევენახეობა მეღვინეობის მეგზურის გამოცემაზე, ამასთან დაკავშირებით მზად არის გაიაროს კონსულტაცია შესაბამის სახლემწიფო უწყებებთან.



   
Copyright@2009