სიახლეები
რძის გადამამუშავებელი ტრენინგი ახმეტასა და მარნეულში
ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, კომპნია EVOLUXER-ის და კოოპერატივები განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრმა ახმეტისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ჩაატარდა ტრენინგი თემაზე რძის პირველადი გადამუშავება, ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ, მერძევე-მეცხოველე კოოპერატივები.
ტრენინგს უძღვებოდა, მოწვეული ექსპერტი აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი გივი ბასილაძე.
ტრენინგის ძირითადი თემები იყო:
- საკვებწარმოება
ხელოვნური განაყოფიერება
- ვეტერინალური შემოწმების მნიშვნელობა
- რძის გადამუშავების ტექნოლოგიები 
- ჰიგიენური ნორმების დაცვა
- დაავადებათა პრევენცია
პროფესორმა სამიზნე ჯგუფს გააცნო საკვებწარმოების მნიშვნელობა და თავისებურებები, ისაუბრა სასილოსე მეურნეობის დანერგვის აუცილებლობაზე. აუხსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მეწველი ფურებისთვის კვების რაციონი. ასევე ისაუბრა ხელოვნური განაყოფიერების დადებით მხარეებზე და აუცილებლობაზე,საკონტროლო წველის მეშვეობით მეწველი ფურების შერჩევაზე, დაავადებათა რისკებზე და რძის პროდუქტებში მათ გავლენაზე, რძის წარმოების ჰიგიენურ ნორმებზე და მათ მნიშვნელობაზე,
გივი ბასილაძემ მსმენელებს მიაწოდა ინფორმაცია რძის გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებზე კერძოდ: რძის თერმული დამუშავების რეჟიმებზე, თუ რამდენ გრადუსზე სჭირდება თბოდამუშავება რძეს ამა თუ იმ პროდუქტის წარმოებისათვის.
საუბარი შეეხო კარაქის, არაჟნის,ხაჭოს, მაწონის და ყველის წარმოების ტექნოლოგიებს, შენახვის პირობებს და სტანდარტებს.
ფერმერებს მან განუმარტა ის სტანდარტები და მოთხოვნები, რომელიც ბიზნეს ოპერატორს უნდა ჰქონდეს დანერგილი საწარმოში, ესაუბრა HACCP -ის როლზე, ასევე GMP&GHP-ს რაობაზე. გააცნო მათ დაავადებებისგან თავისდაცვის გზები. ხაზი გაუსვა ამ სფეროში არსებულ პრობლემებს და მოახსენა მათ დღეს არსებული მოვლენები და მისი ხედვები თუ რა გზებით შეიძლება გამოსწორდეს ეს ყოველივე
დისკუსია გაიმართა ფერმერებსა და პროფესორს შორის, ერთ-ერთამ ფერმერმა ისაუბრა დამბალხაჭოს ტრადიციულად დამზადების ტექნოლოგიაზე, რამაც მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. პროფესორმა გააჟღერა დამბალხაჭოს სტანდარტების შემუშავების პროცესის შესახებ, რომელიც სამეცნიერო კვლევით ცენტრში მიმდინარეობს.
ტრენინგის მსვლელობისას ერთ-ერთმა ფერმერმა ტრენინგის დამსწრეებს მოუწყოი საკუთარი ტექნოლოგიებით დამზადებული ყველის დეგუსტაცია.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, კოოპერატივის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები.



   
Copyright@2009