სიახლეები
ბიზნესის დაგეგმარების მოდულის ტრენინგები კოოპერატივებისათვის
      სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, (ესპანური კომპანია EVOLUXER-ის ორგანიზებით) "საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრმა" (GBDC) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს გაძლიერებისპროგრამა ქვემო ქართლში, წალკის, დუშეთის, დმანისის, ბოლნისის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მუნაციპალიტეტში წარმატებით დაასრულა.

    აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ჩვენი ორგანიზებით 200-ზე მეტი კოოპერატივი გადამზადდა.პროგრამა ორ ეტაპად მიმდინარეობდა, პირველი ეტაპი მოიცავდა კოოპერაციული ურთიერთობის საკითხებს, რომელიც ნოებრის განმავლობაში მიმდინარეობდა. იგი აერთიანებდა 3 მოდულს:

·         კოოპერატივების განვითარების პრინციპები;

·         კოოპერატივებთან დაკავშირებული კანონმდებლობა;

·         კოოპერატივების განვითარების ციკლი;

  მეორე ეტაპის ტრენინგები ეხებოდა ბიზნესის მართვას, რომლის ფარგლებშიც, თებერვლის თვეში,   5 დღის განმავლობაში, კოოპერატივთა გადამზადება მოხდა შემდეგ მიმართულებებით

  •        ბიზნეს გეგმის სტრუქტურა      
  •          ბიზნეს დაგეგმვის შინაარსი 
  •          ბიზნეს მენეჯმენტის სტრუქტურა   
  •          ბიზნესის ფინანსური დაგეგმვა

   სატრენინგო მასალა დამუშავდა EVOLUXER-ის უშუალო რეკომენდაციებითა და ხელმძღვანელობით. ტრენინგებს უძღვებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ეთერ ხარაიშვილი და ეკა ჩოხელი, აგრეთვე, სბგც „კავკასიის“ დამფუძნებელი, ეკონომისტი სერგო ბარამმიძე. ტრენერები შეირჩნენ კასტინგის საშუალებით. მათ წინასწარ ჩაუტარდათ გასაუბრება და ტესტირება.  მუნიციპალიტეტებში ტრენიგებს გამგეობები მასპინძლობდნენ.

     მონაწილეებს ჩაუტარდათ საწყისი ტესტირება, რამაც შეგვიქმნა მათ შესახებ ზოგადი წარმოდგენა. ტრენინგის დასრულების შემდეგ მოხდა მათი ცოდნის კვლავ შემოწმება. შედეგები მკვეთრად გაუმჯობესდა, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ ტრენინგ კურსმა ნაყოფიერად ჩაიარა.

     ტრენინგ ციკლის დროს გამოიკვეთა კონკრეტული საჭიროებები ფერმერებისთვის ბიზნეს პროცესის მართვის და ინფორმაციული სიმწირის კუთხით. დაისვა კონკრეტული პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისთვისაც მუნიციპალიტეტებში მომუშავე ფერებმა "საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრთან" თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

   ამ პროგრამის მონაწილე ფერმერმერებისგან ჩამოყალიბდა წალკის, დმანისის ბოლნისის და ყაზბეგის ფერმერთა კლუბები, რომლებიც ფერმერებისა და "საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის"თანამშრომლობის პლათფორმა გახდება. ასევე დაისახა ახალი მიზნები და ამოცანები დუშეთის ფრემერთა კლუბთან ურთიერთობისთვის რომელიც უკვე დამოუკიდებელი ობიექტია, რომელიც თავის კომერციულ საქმიანობას GBDC-ის პარტნიორობით ახორციელებს.




   
Copyright@2009