ერთი სკიდან დაწყებული საფუტკრე მეურნეობა, რომელსაც დღეს ვლადიმერ ვარდოსანიძე შვილთან ერთად უძღვება

კომპანია ,,დესპანი’’ მდებარეობს დუშეთის რაიონ სოფელ ბაზალეთში. ზღ. დონიდან დაახლოებით 1000მ-ზე. კომპანიის ისტორია 1994 წელს დაფუძნებული საფუტკრე მეურნეობიდან იწყება.  მას შემდეგ ვლადიმერ ვერდოსანიძის დაუღალავი შრომის შედეგად საფუტკრე მეურნეობა გაფართოვდა და დღეს უკვე 150-ზე მეტ სკას მოიცავს. კომპანია აწარმოებს მეფუტკრეობის რამდენიმე პროდუქტს: ფუტკრის რძე, ჩიჩქი, დინდგელი, თაფლი, ცვილი, ჭეო, სამამლე ჰომოგენატი. საფუტკრე მეურნეობის ბრენდად გადაქცევის საქმეში დიდი როლი შეასრულა ბატონი ვლადიმერის შვილმა, ლუკა ვარდოსანიძემ, რომელიც აქტიურად ჩაერთო მარკეტინგულ საქმიანობაში.

ძალიან საინტერესოა საფუტკრე მეურნეობის დაარსების ისტორია. ბატონი ვლადიმერის გამოცდილება მეფუტკრობაში რამდენიმე ათწლეულს მოიცავს და დღემდე  დაუღალავად დებს თავის ძალისხმმევას ამ საქმეში. მეფუტკრეობასთან პირველი შეხება მას მოუწია ჯარში ყოფნის დროს, სადაც იგი პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით წავიდა. ჯარის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა მისი ინტერესი საქმის მიმართ და გადაწყვიტა, რომ დაეფუძნებინა საკუთარი საფუტკრე. პირველი სკის შესაძენად მან ოქროულობა გაყიდა, ამიტომაც ამბობს, რომ მის ფუტკრებს ოქროს ფასი აქვთ. აქედან დაიწყო ბატონი ვლადიმერის მუხლჩაუხრელი შრომა მიზნის მიღწევისთვის. მიზანი იმდენად დიდი იყო, რომ ის სირთულეები რაც მეფუტკრეობას ახლავს თან მისთვის დამაბრკოლებელი არ აღმოჩნდა. ცოდნის მიღება და საფუტკრის მშენებლობა თანადროულად ხდებობა. ერთ-ერთი დიდი გამოწვევა მისთვის იყო ინფორმაციის ნაკლებობა. იმ ცოდნის დასაგროვებლად მეფუტკრეობაში, რომლის მიღებაც დღეს ასე გამარტივებულია, მას წლები დასჭირდა. თუმცა როგორც თავად ამბობს ფუტკარი საუკეთესო მასწავლებელია. ფუტკრებიც დამხოცვია, მოუსავლიანი წლებიც მქონია და თავის გატანაზე ვიყავი, მაგრამ არცერთი წუთით არ მიფიქრია, რომ საქმისთვის თავი უნდა დამენებებინა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიე წარმატებას- ამბობს ბატონი ვლადიმერი. ეტაპობრივად საფუტკრეში დაიწყო ახალი პროდუქტების წარმოება. ,,თითქმის ყველა პროდუქტი მაქვს ნაწარმოები, რაც არსებობს მეფუტკრეობაში. ზოგადად მეფუტკრე უნდა მოერგოს იმ კლიმატს სადაც მდებარეობს მისი საფუტკრე. ამდენმა მცდელობამ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ იმ კლიმატური პირობებში, სადაც ჩემი საფუტკრე მდებარეობს(მშრალი კლიმატი, მოკლე ზაფხული და მკაცრი ზამთარი), ყველაზე კარგი არის ფუტკრის რძის წარმოება. ეს საქმე 2007 წლიდან დავიწყე. საბოლოოდ,  მივედით იმ შედეგამდე, რომ საქართველოში ამ მიმართულებით დღეს მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ.

. ამ პროდუქტის პოპულარიზაციაში ვლადიმერ ვარდოსანიძეს დიდი წვლილი მიუძღვის. იგი თავის ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს სხვა მეფუტკრეებსაც. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ბევრმა მეფუტკრემ დაიწყო ფუტკრის რძის, როგორც მეფუტკრეობის ალტერნატიული პროდუქტის, წარმოება.რაც შეეხება ჩიჩქს, როგორც ბატონი ვლადიმერი გივყვება, ჩიჩქის წარმოება პირველად მის საფუტკრეში დაიწყო. ჩიჩქის ანუ ცვლილს ჩრჩილის ექსტრაქტის მიღება ყაზახი კოლეგებისგან ისაწავლა და სანაცვლოდ მათ ფუტკრის მიღების ტექნოლოგია გაუზიარა. აღნიშნულ პროდუქტსაც მან შეურჩია სახელი და შეუწყო ხელი მის დამკვიდრებას ქართულ ბაზარზე. სწორედ ამიტომ, ბატონი ვლადიმერისთვის მნიშვნელოვანია უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაცია. ამ მიზნით ის მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებშიც, რათა გაეცნოს ყველა სიახლეს, რაც არსებობს უცხოური მეფუტკრეობის  პრაქტიკაში.  2018 წლიდან საფუტკრე მეურნეობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და შპს-ს სტატუსით დარეგისტრირდა. ამ ნაბიჯის ერთ-ერთი ინიციატორი იყო მისი შვილი, ლუკა ვარდოსანიძე, რომელიც აქტიურად არის ჩართული ბრენდის განვითარების საქმეში და უძღვება მარკეტინგულ საქმიანობას. ‘’დროთა განმავლობაში ჩამოვაყალიბე საფუტკრე სტრუქტირულად  და დღეს ასე თუ ისე გამართულად ვფუნქიონირებთ. მყავს სამი თანამშრომელი და ყველა თავის საქმეს აკეთებს’’- დასძენს ვლადიმერი.

მას ასევე დავუსვით კითხვა კომპანიის სახელწოდების შესახებ. სახელწოდება დესპანი კარგად გამოხატავს მის დამოკიდებულებას ფუტკრის მიმართ. ,,ეს სახელწოდება იყო ჩემი იდეა. ფუტკარი თავისი არსით არის  შუამავალი კაცსა და ღმერთ შორის. ფაქტობრივად არის ელჩი. იგი გვაძლევს ისეთ პროდუქტს როგორიც არის ცვილი. მისგან მზადდება სანთელი, რომელსაც ვანთებთ ეკლესიაში. ფუტკარი თავისი ცხოვრების ნირითაც სამაგალითოა. რამდენად ორგანიზებული და საზოგადოებრივი მწერია და თავისი შრომით იფერფლება ოჯახის სამსახურში.  ჩვენი ლოგოც სწორედ ამ იდეის გამოხატულებაა.

ბოლოს ბატონ ვლადიმერ ვთხოვეთ მიეცა რჩევა დამწყები მეფუტკრეებისთვის

,,მეფუტკრეების მიმართ ჩემი რჩევა იქნება, რომმზად იყვნენ იმ უდიდესი შრომისთვის, რაც მეფუტკრეობასთან არის დაკავშირებული და თანაბრად დაუთმონ ყურადღება თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებას.“ „მეფუტკრეობა დაკავშირებულია მუხლჩაუხრელ შრომასთან. მე პირადად 17-18 საათიან სამუშაო რეჟიმში ვარ, რაც სჭირდება წარმატებას ამ საქმიანობაში.“

„ჩემი ბიზნესის მიზანი არის ყველა იმ შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება, რასაც მეფუტკრეობა გვთავაზობს, და საზოგადოებაში მეფუტკრეობის შესახებ ცნობიერების გაზრდა.“ – ვლადიმერ ვარდოსანიძე.

 

 



Leave a Reply