ვაკანსია – აგრობიზნესის ონლაინ ოფიცერი – REG

ონლაინ საგანმანათლებლო და სტაჟირების პროექტი “აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის”

2020 წლის 12 ნოემბრიდან,  ონლაინ საგანმანათლებლო და სტაჟირების  პროექტის ფარგლებში, GBDC კავკასია განაგრძობს ქედის და დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების, უმაღლესი სასწავლო და პროფესიული დაწესებულებების სტუდენტების და საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოწაფეების მიღებას „აგრობიზნესის ონლაინ ოფიცრის“ თანამდებობაზე.

ასევე, შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში საქართველოს ნებისმიერი რეგიონებიდან, მათ შორის თბილისიდან და სხვა მსხვილი ქალაქებიდან ახალგაზრდების ჩართვა, რომლებიც დაინტერესებულები არიან აგრობიზნესის განვითარების ხელშეწყობით;

სოფლად ახალგაზრდებს და აგრარული, ეკონომიკის და ბიზნესის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, საინფორმაციო ტექნოლოგიების, იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ ონლაინ აგრობიზნესის სესიებს და სამუშაო შეხვედრებს, ასევე თვალი ადევნონ ჩაწერილ ვიდეო ტრენინგებს და პროექტის ექსპერტების რჩევებს და კონსულტაციებს.

პროექტის ექსპერტების დახმარებით, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ სოფლად მეწარმეების სასარგებლოდ და ასევე საკუთარი აგრობიზნესის სტარტაპისთვის შეიმუშავონ ბიზნეს გეგმები და შეავსონ საგრანტო განაცხადები მიმდინარე საგრანტო პროგრამების მიერ გამოცხადებული თანადაფინანსების მოსაპოვებლად.

აგრობიზნესის ოფიცრის ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნეს გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა პროექტის მენტორების დახმარებით

** პროდუქციის სამიზნე ბაზრების მეორადი(ონლაინ) კვლევების განხოციელებაში მონაწილეობა პროექტის ექსპერტებთან ერთად

** მეწარმეებთან კომუნიკაცია და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა

** სასოფლო სამეურნეო ღირებულების ჯაჭვების მოთამაშეების იდენტიფიცირება, დაწყებული პირველადი მწარმოებლებიდან და დამთავრებული საბოლოო მომხმარებლებით

 

აგრობიზნესის ოფიცრის შერჩევის კრიტერიუმები:

 

** მეწარმეები და სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები: საკუთარი აგრობიზნესის იდეის რელევანტურობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასთან, იდეის განხორციელებისთვის ან არსებული აგრობიზნესის განვითრებისთვის საჭირო ტექნიკურ რესურსების და ფინანსების  საჭიროების დადასტურება.

** სტუდენტები: ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები, აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები; საკუთარი აგრობიზნესის დაწყების სურვილის არსებობა, თანასოფლელი მეწარმეების და ზოგადად სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობის სურვილი ახალი აგრობიზნესის დასაწყებად ან არსებული აგრობიზნესის გასანვითარებლად, კარგი კომუნიკაციის უნარი.

** სკოლის დამამთავრებელი კლასის მოწაფეები: საბაზისო მათემატიკური, კომპიუტერული და ონლაინ ინფორმაციაზე წვდომის ძირითადი უნარები, საკუთარი სოფლის, თემის, მუნიციპალიტეტის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის ამბიცია, სიახლეების მარტივად დაუფლების უნარი.

პროექტში მონაწილეობისთვის, საჭიროა CV-ის და სამოტივაციო წერილის გამოგზავნა ელექტრონული ფოსტით მოცემულ ორ სავალდებულო მისამართებზე:

sergobaramidze@gbdc.ge

youngagro2020@gmail.com

 

შერჩევის მიმდინარე ეტაპზე CV-ების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 2020 წელი.

პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც 22 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნიან თავიანთ CV-ებს. გასაუბრების წარმატებულად გავლის შემთხვევაში, ისინი ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად(ტრენინგები აგრობიზნესის დაგეგმარებაში და ფინანსების მართვაში) შეძლებენ ბიზნეს გეგმების შემუშავების პროცესში ჩართვას აწარმოე საქართველოს მიკრო გრანტების პროგრამის ბენეფიციარების სასარგებლოდ.

19 ნოემბერს,  15:00 გაიმართება  რიგით მეორე ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა, Zoom – ის ონლაინ შეხვედრის ბმული:

https://us02web.zoom.us/j/89241483536?pwd=WmRQSTFGYVp3Nkg3YXpVbktPTXRWQT09

Meeting ID: 892 4148 3536

Passcode: 552119

პროექტის არსებული შედეგი:

პროექტი „აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის“ 2020 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით  ქედის და დუშეთის მუნიციპალიტეტში შერჩეულია 30 სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა, სტუდენტი და სკოლის მოწაფე, ასევე აგრობიზნესის წარმომადგენელი 50 მეწარმე. ახალგაზრდები წარმატებით გადიან აგრობიზნესის დაწყების და ფინანსების მართვის ტრენინგებს(ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამა) და 2020 წლის 16 ნოემბრიდან ჩერთვებიან საკუთარი და მათი თანასოფლელების აგრობიზნესის სტარტაპების და ასევე არსებული საწარმოების ბიზნეს გეგმების შემუშავებაში(ონლაინ სტაჟირების პროგრამა).

აღნიშნულ ბიზნეს გეგმებს სამიზნე ჯგუფი გამოიყენებს საკუთარი და მათი თანასოფლელი მეწარმეების მიერ ინიცირებული აგრობიზნესის სტარტაპების და ასევე არსებული მეწარმეების  ბიზნეს პროცესების დასაგეგმად და გაზრდის ხელმისაწვდომობას ისეთ საგრანტო პროგრამებზე, როგორიც არის აწარმოე საქართველოს მიკრო გრანტების პროგრამა, ევროკავშირის სოფლის განვითარების პროგრამა და სხვა მსგავსი პროგრამები.

ამ ეტაპზე გამოვლენილია შემდეგი პრიორიტეტული აგრობიზნესის სექტორები, რომელთა ფარგლებში 16 ნომებრიდან დაიწყება ბიზნეს გეგმების შემუშავება პროექტის ბენეფიციარი(უკვე შერჩეული) ახალგაზრდების ჩართულობით, იდენტიფიცირებული მეწარმეების სასარგებლოდ:

მეღვინეობა, რძის გადამუშავება, მეფუტკრეობა, თხილის წარმოება, ჩირის წარმოება, თამბაქოს წარმოება,  ქათმის ხორცის წარმოება, აგრო ტურიზმი.

პროექტის გეგმა:

ამ ეტაპზე დაგეგმილია დამატებით 50-ზე მეტი  სტუდენტის, ახალგაზრდა მეწარმის და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოწაფის შერჩევა და შემდეგი 3 თვის განმავლობაში გადამზადება აგრობიზნესის წარმოების უნარჩვევებში(განათლება + სტაჟირება). გადამზადების პარალელურად ახალგაზრდები ჩართულები იქნებიან აგრობიზნესის სტაჟირების პროგრამაში, მონაწილეობას მიიღებენ აგრობიზნესის გეგმების შემუშავებაში. ახალგაზრდების და სტუდენტების მიერ მოხდება ბიზნეს გეგმების პრეზენტაცია აგრობიზნესის წარმომადგენლებისთვის. ბიზნეს გეგმების დამკვეთ აგრობიზნესის წარმომადგენლების თანხმობის საფუძველზე, პრეზენტაციის პროცესს დაესწრებიან საშუალო და მსხვილი აგრობიზნესის კომპანიების წარმომადგენელი HR მენეჯერები, შეაფასებენ ახალგაზრდების უნარებს და განიხილავენ მათი დასაქმების პერსპექტივას.

პროექტი გრძელდება 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ქედაში და 2021 წლის ივლისის ჩათვლით დუშეთში. მიღება პერიოდულად ცხადდება 2 თვეში ერთხელ, ადევნეთ თვალი ჩვენს ვებ გვერდს www.gbdc.ge და face book გვერდს: https://www.facebook.com/GBDCCaucasia

პროექტის დასრულების შემდეგ GBDC კავკასიის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების – ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრის და დუშეთის ფერმერთა კლუბის ბაზაზე ფუნქციონირებას  განაგრძობს GBDC Agribusiness One Stop Shop – აგრობიზნესის მომსახურების ერთიანი ფანჯრის პრინციპით შემუშავებული ონლაინ საკონსულტაციო სამსახური, რომელიც პერმანენტულად გაუწევს მომსახურებას სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს და მეწარმეებს სამეწერმეო საკითხებში.

შერჩეული სკოლის მოწაფეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ინოვაციების შესახებ და სტუდენტებთან ერთად პრაქტიკულ ტრენინგებში ჩაერთონ, რაც სასოფლო სამეურნეო საწარმოებში, ფერმებში და სოფლის მეურნეობის პროდუქტების სავაჭრო ცენტრებში ვიზიტებს გულისხმობს, ასევე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების კარიერულ ცენტრებთან შეხვედრებია დაგეგმილი. კოვიდ 19 – ის გამოწვევის გათვალისწინებით შესაძლებელია პრაქტიკული ტრენინგები და შეხვედრები ასევე ონლაინ შეხვედრებით იყოს ჩანაცვლებული.

პროექტი „აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის“   დაფინანსებულია ევრო კავშირის მიერ ქედის მუნიციპალიტეტში, GBDC კავკასიას და ორგანიზაცია  CENN – ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქედა ლაგის პროგრამის ფარგლებში.

პროექტი „აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის“ დაფინანსებულია USAID Agricultural Program – ის მიერ დუშეთში.

საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამაში ახალგაზრდების ჩართვის ხარჯები მთლიანად დაფარულია პროექტის მიერ.

პროექტის პარტნიორები:

ქედის ზრდასრულთა ცენტრი https://www.facebook.com/AEC-Keda-ქედის-ზრდასრულთა-განათლების-ცენტრი-1685399688349668/

დუშეთის ფერმერთ კლუბი https://www.facebook.com/Empowered-Rural-Women-322954954573596

მედია პლატფორმა www.asea.ge

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tsu.ge

GBDC კავკასიის ბათუმის ოფისი www.gbdc.ge

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.bsu.ge

ვებ გვერდი  www.jobs.ge

 

 

ინფორმაცია GBDC – ის შესახებ:

www.gbdc.ge

საკონტაქტო პირები:

ნინო ნიაური – 598 12 61 96 – GBDC

გიორგი გაფრინდაშვილი – 571 17 17 75 – GBDC

სერგო ბარამიძე –  599577750 – GBDC

მადონა ფალავანდიშვილი – 557171659 – ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

ნუნუ ხეთაგური – 595070753 – დუშეთის ფერმერთა კლუბი