20 – 21.11.2021
ხელოვნური განაყოფიერების ტრენინგი მსხვილფეხა მესაქონლეობაში
ორგანიზატორი
პროექტი FinExCoop – ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ექსტენცია და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების ტექნიკური დახმარება – www.finexcoop.ge
ტრენერი
გი შარბონიე, საფრანგეთი
პრაქტიკული ტრენინგის ჩატარების ადგილი
ვაჟა ძირკვაძის ფერმა, სოფელი რუსთავი
საკლასო ტრენინგის ჩატარების ადგილი
სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ვეტერინარიის ფაკულტეტი
ტრენინგზე დამსწრეები
-უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტები
-პროფესიული კოლეჯი ოპიზარის ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტები
-ასოციაცია ერთობის წევრი ფერმერები
-სოფელი რუსთავის ფერმერები
-ახალქალაქის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელი
ტრენინგების მხარდამჭერი
საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია – GBDC Caucasia www.gbdc.ge
პრაქტიკული და თეორიული ტრენინგების დროს დამსწრეებს ქონდათ საშუალება გაცნობოდნენ ხელოვნური განაყოფიერების პროცესებს, მათ შორის ახურების პროვოცირების თანამედროვე მეთოდებს საქონელში, რომელშიც შეფერხებულია განაყოფიერების პროცესი.
აღსანიშნავია რომ სამცხე ჯავახეთის ახალგაზრდებში დიდია ინტერესი ხელოვნური განაყოფიერების სპეციალობის დაუფლების მიმართ, რისი დასტურიც არის ტრენინგზე 16 მონაწილის დასწრება, აქედან ახალგაზრდა 4 ფერმერი და 10 უნივერსიტეტის და პროფესიული კოლეჯის სტუდენტია.
სამცხე ჯავახეთის რეგიონში, პროექტი FinExCoop – ის ორგანიზებით და GBDC Caucasia – ის და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის მხარდაჭერით დაგეგმილია მსხვილფეხა მესაქონლეობის ტრენინგებში ახალგაზრდების ჩართვა 2022-2023 წლებში.
პრაქტიკული ტრენინგების ვიდეო ჩანაწერები – სოფელი რუსთავი, ახალციხე, ვაჟა ძირკვაძის ფერმა
პრაქტიკული და თეორიული ტრენინგების ფოტოები
https://drive.google.com/file/d/1j6Jw5JnurzgcRtngPU4DdpgPeIXB8m9K/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/1-gGVG7lJMyn1cnZxmpwj7YS6Ckr4EYKc/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/1tjdiFzADtC13azFM-xv0gMkGaIQa32TS/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/1VcHGET86PeypFoGLit0Vlah4Bpli8XaN/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/1uInFzL8cjlncMDgGxt_yETL6oinIBqCI/view?usp=sharing