GBDC

2024 – 14 ივნისი – სტაჟირება სტუდენტებისთვის!

” GBDC Caucasia ” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის და ფინანსების ოფიცრის სტაჟიორის პოზიციაზე, CV-ების გამოგზავნა გახანგრძლივებულია 2024 წლის, 25 ივნისამდე. წარმატებული სტაჟიორები მიიღებენ ანაზღაურებას.
USAID – ის, აწარმოე საქართველოს და ევრო კავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში, 
სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს გეგმების და მარკეტინგული გეგმების შემუშავებაში, ონლაინ სოციალური სარეკლამო კამპანიის დაგეგმარება – განხორციელებაში, პროდუქციის და მომსახურების რეკლამისთვის საჭირო კონტენტის შემუშავებაში და სხვა.
ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებაში ჩართული სტაჟიორი სტუდენტები მიიღებენ ბიზინესის მართვის პრაქტიკულ უნარჩვევებს, რაც არის წინაპირობა საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის ან კომპანიებში დასაქმებისთვის.
GBDC Caucasia (www.gbdc.ge) – საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია, სახელმწიფო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების, პროფესორ მასწავლებლების და მოწვეული ექსპერტების მიერ დაარსებული საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომელიც 20-წელზე მეტია ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს სოფლად სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ბიზნეს გრანტების მიღება, გაყიდვების სტიმულირება, ბიზნეს პროცესების დაგეგმარება და დანერგვა.
GBDC Caucasia – ის მიზანი არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და კომპანიების უზრუნველყოფა ბიზნესის პრაქტიკული უნარების მქონე ახალგაზრდებით.
სტაიორი სტუდენტის ფუნქცია მოვალეობები:
– საგრანტო განაცხადების, სრული საპროექტო განაცხადების, ბიზნეს გეგმის ნაწილების შემუშავებაში მონაწილეობა
– ბრენდინგის პროცესებში ჩართულობა (ლოგოს, სლოგანის და PR მესიჯების ჩამოყალიბება)
– ონლაინ სოციალური სარეკლამო რგოლების შემუშავების და ეთერში განთავსების პროცესში ჩართულობა
– ონლაინ საინფორმაციო ბროშურების დიზაინი, დამზადება, გავრცელება
– სამიზნე ჯგუფებზე სიუჟეტების მომზადება და ონლაინ განთავსება
– ონლაინ საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება
– ონლაინ სტატიების მომზადება ელექტრონული პრესისათვის
– სამიზნე ჯგუფთან(ქალები და ახალგაზრდები სოფლად და სხვა) მოლაპარაკებების წარმოება და საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზება
– ბლოგერებთან ინტერაქცია საზოგადოებრივი დისკუსიების გასამართად
– პროექტების ფარგლებში შემუშავებული სოციალური ონლაინ გვერდების/ვებ გვერდების და ჯგუფების მართვაში მონაწილეობა
– ინგლისურიდან ქართულ ენაზე და ქართულიდან ინგლისურზე პროექტების დოკუმენტების თარგმანში მონაწილეობა
სტაჟიორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტი, პრიორიტეტი ენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტს და საბუნებისმეტყველო/ჟურნალისტიკის ფაკულტეტს, თუმცა არ არის შეზღუდული სხვა ფაკულტეტები
** სამუშაო გამოცდილება არის უპირატესობა
ცოდნა და უნარები:
** ექსელის(excel) და სხვა Windows – ის აპლიკაციების ცოდნა
** ფინანსების, მარკეტინგის ან PR – ის საფუძვლების ცოდნა არის უპირატესობა
** პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა არის უპირატესობა
** ონლაინ სოციალური გვერდების მართვა არის უპირატესობა
** გუნდური მუშაობის პრინციპებთან ადვილად ადაპტირების უნარი
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** ინგლისური, რუსული და სხვა უცხოური ენების ცოდნა არის მნიშვნელოვანი
სხვა თვისებები:
** ენერგიული
** შრომისმოყვარე
** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** დეტალებზე ორიენტირებული
დაინტერესებულმა სტუდენტებმა მოგვაწოდეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტაზე:
sergobaramidze@gbdc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება – სტაჟიორი სტუდენტი.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს რომლებიც დაურთავენ სამოტივაციო წერილს ან რეკომენდატორების (ლექტორის, ექსპერტის ან სხვა) საკონტაქტო ინფორმაციას(სახელი და გვარი, ელ. ფოსტა და ტელეფონი).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ Whatsup – ში +995577577750 ან +995599526748, აღნიშნულ ნომრებზე მხოლოდ მოწერის შემდეგ გიპასუხებთ, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი მესენჯერით. ელ-ფოსტაზე sergobaramidze@gbdc.ge CV – ის გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ უკუკავშირს, CV – ში ნათლად უნდა ჩანდეს თქვენი ცოდნის და გამოცდილების შესახებ, შეგიძლიათ დაურთოთ სამოტივაციო წერილი. 
გისურვებთ წარმატებებს!