ღონისძიებების მენეჯმენტი

სბგც კავკასია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სემინარების, კორპორატიული ღონისძიებების, ფორუმების, ფესტივალების მენეჯმენტს და ორგანიზებას. ზემოთაღნიშნულთაგან აღსანიშნავია განათლების და დასაქმების ფორუმი. 


”განათლებისა და დასაქმების ფორუმი” არის სბგც კავკასიის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიება. განათლების ფორუმი წარმოადგენს ადგილობრივი და საზღვარგარეთის საგანმანათლებლო პროგრამების და ტრენინგ კურსების გაცნობის მეთოდს სწავლის მსურველი ახალგაზრდებისათვის და კომპანიების ადამიანური რესურსების მენეჯერებისათვის, რის შედეგად სტუდენტები გეგმავენ თავიანთ განათლებას, ხოლო ადამიანური რესურსების მენეჯერები – მათი თანამშრომლების გადამზადებას. დასაქმების ფორუმი წარმოადგენს კომერციული, სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორის კომპანიების და ორგანიზაციების მიერ მათი ვაკანსიების და დასაქმების კრიტერიუმების გაცნობას, როგორც ბაკალავრი, ასევე მაგისტრი სტუდენტებისათვის და ახალგაზრდა უმუშევრებისათვის. კომპანიების ადამიანური რესურსების მენეჯერები იბარებენ სტუდენტების CV-ებს და ატარებენ გასაუბრებას მათთვის საინტერესო კანდიდატებთან. დასაქმების ფორუმზე ასევე მიმდინარეობს სტუდენტების მიერ შემუშავებული სტუდენტური საკონსულტაციო პროექტების პრეზენტაცია, რაც ასევე აძლევს ხელს პოტენციურ დამსაქმებლებს დააკვირდნენ სტუდენტებს, მიიღონ ინფორმაცია სტუდენტების უნარ-ჩვევებზე და მიიღონ საკადრო გადაწყვეტილებები.

ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების და ახალგაზრდა უმუშევრების დასაქმებას, ასევე:

  • შეახვედროს ისინი პოტენციურ დამსაქმებელს, მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმების კრიტერიუმების შესახებ, სპეციალურ პუნქტებში მიიღოს მათი CV/ რეზიუმეების 
  • მიაწოდოს მათ ინფორმაცია საგანმათლებლო და სატრენინგო შესაძლებლობების შესახებ საქართველოში და საზღვარგარეთ. 
  • შეახვედროს სტუდენტები და ახალგაზრდები საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, რათა მათ მიიღონ რეკომენდაციები და ინფომაცია სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში თუ სასწავლო/ტრენინგ-ცენტრში ჩაბარების პროცედურების, შერჩევის კრიტერიუმების და საჭირო უნარ-ჩვევების შესახებ. 
  • წარმოადგინოს ახალგაზრდების ბიზნეს იდეები პოტენციური დამფინანსებლების წინაშე     


   
Copyright@2009