ინკუბაცია

ბიზნეს–საინკუბაციო მომსახურება გულისხმობს გრძელვადიან საკონსულტაციო მომსახურებას ადგილობრივი ბიზნესებისთვის და მათი განვითარების ხელშეწყობას. საინკუბაციო მომსახურების ფარგლებში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა ხდება მენეჯმენტის, მარკეტინგის და ფინანსების მართვაში. ეს პროცესი ხორცილედება დამამთავრებელი კურსის ბაკალავრი სტუდენტების, მაგისტრატურის სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების დახმარებით, რათა მეწარმეებმა უფრო მეტი ყურადღება გაამახვილონ თავიანთი ბიზნესის საწარმოო თუ მომსახურების პროცესზე. 

ბიზნეს-ინკუბატორი მომსახურებას გაუწევს ადგილობრივ დამწყებ ბიზნესებსა და მეწარმეებს, რომლებიც ჩართული არიან მომსახურების, ტურიზმისა და აგრობიზნესის სფეროში.   

თითოეულ საინკუბაციო კომპანიას მინიჭებული ექნება საკუთარი სამუშაო კუთხე (კომპიუტერი, ტელეფონი, სხვა) კავკასიის იმ რეგიონალური ოფისის ბიზნეს საინკუბაციო დეპარტამენტში, რომელიც გეოგრაფიულად მაქსიმალურად ახლოს იქნება აღნიშნულ კომპანიასთან. საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 6-დან 36 თვემდე ბიზნესის მასშტაბის მიხედვით. 

ინკუბირებული კომპანიები უზრუნველყოფილი იქნებიან თავიანთი სამუშაო ოფისებით. თითოეული ინკუბირებული კომპანიის მენეჯერი წარმოდგენილი იქნება სბგც კავკასიის ან ინკუბირებული კომპანიის მიერ დაქირავებული თანამშრომლის სახით – ესენი არიან კონკრეტულ სფეროში გადამზადებული დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან მაგისტრები, რომლებიც ჩართულები იყვნენ სბგც კავკასიის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ სტუდენტურ საკონსულტაციო პროგრამებში ან ახლად შერჩეული კადრები. ინკუბირებულ კომპანიაზე, რომელიც გადის საინკუბაციო პერიოდს, მიმაგრებული იქნება 3 სტუდენტური საკონსულტაციო ოფიცერი: მარკეტინგის და გაყიდვების ოფიცერი, ფინანსური ოფიცერი და მენეჯმენტის  ოფიცერი. მათ საქმიანობას მეთვალყურეობას გაუწევენ პროფესიონალი ექსპერტები/კონსულტანტები – “ფაკულტეტის საკონსულტაციო საბჭო” (პროფესორ მასწავლებლები, წამყვანი ქართული კომპანიების, კომერციული ბანკების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორული ორგანიზაციების პროექტების მენეჯერები).


   
Copyright@2009