ახალციხის ოფისი

საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასიის ახალციხის ოფისი დაარსდა 2007 წლის 22 დეკემბერს ეუთოს მისია საქართველოში (OSCE Mission to Georgia) და აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროქტის (SME Support Project) დაფინანსებით და ახალციხის ინსტიტუტის ტექნიკური მხარდაჭერით.

 

სსიპ ახალციხის ინსტიტუტში დაარსებული ოფისი საკონსულტაციო მომსახურებას უწევს დაინტერესებულ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. 

 

სბგც კავკასიაის ახალციხის ოფისსში ბიზნესის განვითარების ტრენინგები გაიარა სულ 52-მა სტუდენტმა ორი რაუნდის განმავლობაში. მათი უმრავლესობა ჩაერთო სტუდენტურ საკონსულტაციო პროექტებში ან/და დასაქმდა ადგილობრივ კომპანიებში.

 

სტუდენტური საკონსულტაიო ოფიცრების მიერ დამუშავდა ბიზნეს გეგმები და საგრანტო განაცხადები ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს აგრობიზნესის განვითარების პროექტში წარსადგენად, ასევე USAID-ის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გამოცხადებული გრანტების პროგრამის IV რაუნდისთვის. განოხრციელებული პროექტების ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ.

 

2008 წლის 5 ივლისს საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრმა კავკასიამ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა, ეუთო- მისიამ საქართველოში და ელიტ ელექტრონიქსმა ჩაატარა განათლების და დასაქმების ფორუმი 2008 ახალციხეში. ფორუმი წარმოადგენდა სტუდენტური საკონსულტაციო რეგიონალური პროგრამის დასკვნით ნაწილს. ღონისძიებას უმასპინძლა რუსთაველის . #122 მდებარე ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტის II კორპუსმა.

 

ახალციხეში განათლების და დასაქმების ფორუმის შედეგად საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრმა კავკასიამ მიიღო 1625 CV. კომპანიებმა მათ მიერ გამოცხადებული კრიტერიუმების მიხედვით მიიღეს 1584 CV. ყველაზე მეტი CV ახალციხის ფორუმის შედეგად მიიღო ტაოპრივატბანკმა (262 CV).

 

ახალციხის განათლების და დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო 30-მდე კომპანიამ.

 

ახალციხის ფორუმზე მოხდა სამცხე-ჯავახეთში განხორციელებული სტუდენტური საკონსულტაციო რეგიონალური პროგრამის ფარგლებში მომზადებული შემდეგი პროექტების პრეზენტაცია:

 

საუნივერსიტეტო პროექტები:

   სტამბა/გამომცემლობა

   სტუდენტური კაფე

   სპორტ-დარბაზი

   საკონფერენციო დარბაზი

 

   შპსმედეა” - საოჯახო სასტუმრო დაბა აბასთუმანში. პროექტის დამფინანსებელი: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი (SME Support Project), გრანტის ოდენობა - 38 630 ლარი.

 

სბგც კავკასიის ახალციხის ოფისი 2009 წლის დასაწყისში დარეგისტრირდა დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციად.





ახალციხის ოფისის სტუდენტური საკონსულტაციო ოფიცრების მიერ განხორციელებული პროექტები

 

 

სბგც კავკასიის ახალციხის ოფისის სტუდენტური საკონსულტაციო ოფიცრების მიერ ახალციხის ინსტიტუტის სასარგებლოდ დამუშავებული იქნა შემდეგი პროექტები:

1.         სტუდენტური კაფე

2.         სპორტული დარბაზი

3.         საკონფერენციო დარბაზი

4.         მინი გამომცემლობა/სტამბა

 

 

ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (MCG) აგრობიზნესის განვითარების პროექტში (ADA) წარსადგენად განხორციელებული პროექტები:

 

შპსმესხეთი ფრომაჟყველის გადამამუშავებელი საწარმო დაბა ასპინძაში. მეწარმე გეგმავს რამდენიმე სახეობის ქართული  ყველის და ფრანგულიკამამბერ“_ის წარმოება-რეალიზაციას.

 

შპსაქუა-თერა-პროდაქშენ” (“Aqva-terra-production”)საკალმახე მეურნეობა ქარელის რაიონ სოფელ სამწევრისში. პროექტის ფარგლებში იგეგმება რეგიონში არსებული საკალმახეებიდან თევზის შესყიდვა, დაფასოება და ნახევრადშეყინულ მდგომარეობაში მიწოდება აზერბაიჯანული კომპანიაკასპიან-ფიშისთვის”.

 

ინდ. მეწარმეოთარ ვანაძემეცხოველეობის ფერმა ნინოწმინდის რაიონში, რომელიც ახდენს რძისა და მსხვილფეხა საქონლის ხორცის რეალიზაციას რეგიონში.

 

ინდ. მეწარმედავით მინაძეპროექტის ფარგლებში მეწარმე გეგმავს საკალმახე მეურნეობის გაფართოებას, ახალი ჯიშის თევზების შეძენას და სარეალიზაციო ქსელის გაფართოებას სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში. 

 

 

 

 

შპსმედეა - USAID-ის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გამოცხადებული გრანტების პროგრამის IV რაუნდისთვის სბგც კავკასიის ახალციხის ოფისის საკონსულტაციო ოფიცრების მიერ დამუშავდა საოჯახო სასტუმრომედეასპროექტი (სასტუმრო მდებარეობს დაბა აბასთუმანში), რომელიც დაფინანსდა 38 630 ლარით.

 

სბგც კავკასიის ახალციხის ოფისში გავლილი ტრენინგების შემდეგ სტუდენტური საკონსულტაციო ოფიცრის, ელგუჯა ივანიძის ინიციატივა სოფელ ურაველში კომპიტერული მომსახურების ცენტრის გახსნის შესახებ დაფინანსდა ორგანიზაცია Care International ის მიერ 3000 ლარით.

 

დახურული კაფე აბასთუმანში - USAID-ის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გამოცხადებული გრანტების პროგრამის IV რაუნდში წარსადგენად სბგც კავკასიის ახალციხის ოფისის სტუდენტური საკონსულტაციო ოფიცრების მიერ დამუშავებული იქნა საგრანტო განაცხადი აბასთუმანში დახურული კაფის გახსნასთან დაკავშირებით.

 

 


 


   
Copyright@2009