სიახლეები
სტუდენტური-სამეცნერო კონფერენცია: „სოფლის ეკონომიკის აქტუალური პრობლემები თანამედროვე პირობებში“
2017 წლის 1 აპრილს GBDC –მ სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, სტუდენტური რესურსების ინკუბირებისა და აგროპორტალის პროგრამის ფარგლებში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პროფესორ-მასწავლებლებთან და კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობით ჩატარდა სტუდენტური-სამეცნერო კონფერენცია: „სოფლის ეკონომიკის აქტუალური პრობლემები თანამედროვე პირობებში“

ღონისძიება მიზნად ისახავდა:
  • - ქართულ აგრო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის მექანიზმების ძიებას
  •  - სტუდენტური ბაზის შექმნა GBDC–ის მომავალი საქმიანობისათვის. 

ეს იყო GBDC-ის მიერ ორგანიზებული პირველი კონფერენცია, რომლის დაგეგმვაშიც მონაწილებდნენ როგორც GBDC-ის მმართველი გუნდი, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. კონფერენციის დასრულების შემდეგ სტუდნეტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ აგრო პორტალის პროგრამაში და გაიარონ სტაჟირება GBDC-ში. 

ღონისძიების სპონსორები
  • - რასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამი“ელექტრონული წიგნების სახლი 
  • - „საბა“- წიგნების მრავალფეროვანი ელექტრონული პლათფორმა. 
  • - ღვინის მწარმოებელი კომპანია - „შატო ამირეჯიბი“ 
  • - ყავის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია „ჩერი“ 
  • კომპანია „წყალი მარგებელი“ – „ ბახმაროს“ მწარმოებელი კომპანია 
  • - „დარჩიაშვილების ბიო მარანი“ - ღვინის მწარმოებელი კომპანია



   
Copyright@2009