ანაზღაურებადი სტაჟირება – აგრობიზნესის ოფიცერი

დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება – აგრობიზნესის ოფიცერი
მომწოდებელი: სბგც კავკასია
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
“აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის” – საგანმანათლებლო, ფინანსებზე წვდომის და სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გაყიდვების ხელშეწყობის პროექტი

2021 წლის 7 ივნისიდან, “აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის” პროექტის ფარგლებში, გრძელდება დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების და ასევე სტუდენტების (საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან) კანდიდატურების განხილვა, აგრობიზნესის ტრენინგებში და ანაზღაურებად სტაჟირებაში მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის ექსპერტების დახმარებით, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ სოფლად მეწარმეების სასარგებლოდ და ასევე საკუთარი აგრობიზნესისთვის შეავსონ საგრანტო განაცხადები და შეიმუშავონ ბიზნეს გეგმები მიმდინარე დაფინანსების პროგრამების მიერ გამოცხადებული გრანტების მოსაპოვებლად.

პროექტს ახორციელებს: GBDC კავკასია http://gbdc.ge/
პროექტს აფინანსებს: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამა (USAID Agricultural Program) https://www.facebook.com/apgeorgia.org
პროექტის პარტნიორია: დუშეთის ფერმერთა კლუბი https://www.facebook.com/DushetiFarmerClub
პროექტის მხარდამჭერები: დასაქმების გვერდი www.jobs.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტი; მედია პლატფორმა www.ASEA.ge

აგრობიზნესის ტრენინგების და სტაჟირების ხანგრძლივობა არის 6 კვირა. ახალგაზრდები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტრენინგებს და სტაჟირებას, მიიღებენ აგრობიზნესის ოფიცრის სტატუს და ჩაერთვებიან GBDC კავკასიის ახალი აგრობიზნესის ონლაინ პლატფორმის მართვაში, სოფელში მცხოვრებ მეწარმეების სასარგებლოდ (გაყიდვების ხელშეწყობა, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ა.შ.).

ამ ეტაპზე ტრენინგებში და და სტაჟირებაში მონაწილეობა გრძელდება 2021 წლის 27 ივლისამდე.

პროექტში ახალგაზრდების ჩართვა მოიცავს:

** ბიზნეს გეგმების შემუშავება
** აგრო პროდუქტების გაყიდვების ხელშეწყობა
** დარგობრივ კონსულტაციებზე დასწრება
** ვიზიტები სადემონსტრაციო ნაკვეთებზე
** შეხვედრები აგრო სავაჭრო ქსელების მარკეტინგის წარმომადგენლებთან

“GBDC კავკასიის” აგრობიზნესის და დარგის სპეციალისტების დახმარებით, აგრო მწარმოებლები და მომსახურების მიმწოდებლები დუშეთში, მიიღებენ საკონსულტაციო მომსახურებას, USAID Agricultural Program-ის პრიორიტეტულ სასოფლო სამეურნეო ღირებულების ჯაჭვებში, კერძოდ:

** კენკრა, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი, მალფუჭებადი ბოსტნეული, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა).
** ასევე პროექტი ეხმარება მეფუტკრეობაში, მესაქონლეობაში და თევზის წარმოებაში ჩართულ ახალგაზრდებს და მათი ოჯახის წევრებს.

ტრენინგების და სტაჟირების წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგების და სტაჟირების სერტიფიკატები.

სამიზნე ჯგუფი, ვისაც შეუძლია CV-ების გამოგზავნა:

** დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეები.
** უმაღლესი სასწავლო და პროფესიული დაწესებულებების სტუდენტები(პრიორიტეტი აქვთ ახალგაზრდებს დუშეთიდან, თუმცა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან შეიძლება ახალგაზრდების ონლაინ ტრენინგების ფორმატში ჩართვა).
** დუშეთის საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოწაფეები.

ტრენინგები გაიმართება დუშეთის ფერმერთა კლუბში შეზღუდული რაოდენობის მონაწილეებისთვის, კოვიდ 19-ის რეგულაციების გათვალისწინებით.

ძირითადად ტრენინგის მონაწილეები ონლაინ რეჟიმში, zoom-ის აპლიკაციის გამოყენებით შეძლებენ ტრენინგებზე დასწრებას. საქართველოს სხვა რეგიონებიდან, მათ შორის თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან შესაძლებელია ახალგაზრდების ჩართვა, რომლებიც დაინტერესებულები არიან აგრობიზნესის მართვის უნარების ათვისებით და სოფლად მცხოვრები სამიზნე ჯგუფისთვის მიღებული ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით.

ასევე, სოფლად ახალგაზრდებს და აგრარული, ეკონომიკის და ბიზნესის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, საინფორმაციო ტექნოლოგიების, იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ აგრობიზნესის სესიებს და სამუშაო შეხვედრებს თავისუფალი მსმენელების სტატუსით, თვალი ადევნონ ჩაწერილ ვიდეო ტრენინგებს და პროექტის ექსპერტების რჩევებს და კონსულტაციებს GBDC კავკასიის საკონსულტაციო/საგანმანათლებლო პორტალზე რომელიც 2021 წლის სექტემბრიდან გახდება ხელმისაწვდომი. ონლაინ ტრენინგების და საკონსულტაციო შეხვედრების Live ტრანსლაციები პერიოდულად განთავსებულია:

** GBDC კავკასიის facebook-ის გვერდზე https://www.facebook.com/GBDCCaucasia
** დუშეთის ფერმერთა კლუბის ვებ გვერდზე https://www.facebook.com/DushetiFarmerClub

სტაჟიორის/შემდგომში აგრობიზნესის ოფიცრის ძირითადი მოვალეობები:

** აგრობიზნესის დაგეგმარების, მარკეტინგის და ფინანსების ტრენინგ კურსების გავლა
** ზემოთ აღნიშნულ პრიორიტეტულ სასოფლო სამეურნეო ღირებულების ჯაჭვების მოთამაშეების იდენტიფიცირება დუშეთის მასშტაბით, დაწყებული პირველადი მწარმოებლებიდან და დამთავრებული საბოლოო მომხმარებლებით
** ბიზნეს გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა პროექტის ექსპერტებთან ერთად
** პროდუქციის სამიზნე ბაზრების კვლევებში მონაწილეობა პროექტის ექსპერტებთან ერთად
** სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გაყიდვების ხელშეწყობა დუშეთის საკვირაო ბაზრობებზე
** საბითუმო და საცალო გაყიდვების ქსელებისთვის სასოფლო სამეურნეო პროდუქტების შეთავაზება
** მეწარმეებთან კომუნიკაცია და საჭირო საგრანტო და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება ექსპერტებთან ერთად, მეწარმეების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის

ტრენინგებში და სტაჟირებაში მონაწილეობისთვის დადგენილი შერჩევის კრიტერიუმები:

** მეწარმეები და სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები: პრიორიტეტულ ღირებულების ჯაჭვებში საკუთარი აგრობიზნესის იდეის რელევანტურობა დუშეთის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასთან. აგრობიზნესის იდეის განხორციელებისთვის ან არსებული აგრობიზნესის განვითარებისთვის საჭირო ტექნიკური რესურსების და ფინანსების საჭიროების დადასტურება.
** სტუდენტები: ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები, აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები; საკუთარი აგრობიზნესის დაწყების სურვილის არსებობა, თანასოფლელი მეწარმეების და ზოგადად სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობის სურვილი ახალი აგრობიზნესის დასაწყებად ან არსებული აგრობიზნესის გასავითარებლად, კარგი კომუნიკაციის უნარი. ექსელის ცხრილებში მუშაობის გამოცდილება არის სასურველი.
** სკოლის დამამთავრებელი კლასის მოწაფეები: საბაზისო მათემატიკური, კომპიუტერული და ონლაინ ინფორმაციაზე წვდომის ძირითადი უნარები, საკუთარი სოფლის, თემის, მუნიციპალიტეტის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის ამბიცია, სიახლეების მარტივად დაუფლების უნარი.
** საღამოს საათებში და უქმე დღეებში პროექტის ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ონლაინ აპლიკაციების გამოყენების უნარი, ონლაინ სამუშაო სესიებში და ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის სტატუსი დღეს:

პროექტი “აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის” დუშეთში 2021 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. დუშეთის ცენტრში გახსნილია ახალგაზრდების აგრობიზნესის რესურს ცენტრი. ამ ეტაპზე პროექტის ღონისძიებებში ჩართულები არიან სტუდენტები დუშეთიდან, ბათუმიდან, თბილისიდან, ახალქალაქიდან, იმერეთიდან. პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურება მიიღეს დუშეთის მეწარმეებმა.

ახალგაზრდები წარმატებით გადიან აგრობიზნესის დაწყების და ფინანსების მართვის ტრენინგებს და ერთვებიან საკუთარი და მათი თანასოფლელების აგრობიზნესის სტარტაპების და ასევე არსებული საწარმოების ბიზნეს გეგმების შემუშავებაში(სტაჟირება).

აღნიშნულ ბიზნეს გეგმებს სამიზნე ჯგუფი იყენებს საკუთარი და მათი თანასოფლელი მეწარმეების მიერ ინიცირებული აგრობიზნესის სტარტაპების და ასევე არსებული მეწარმეების ბიზნეს პროცესების დასაგეგმად, რაც ზრდის ხელმისაწვდომობას ისეთ საგრანტო პროგრამებზე, როგორიც არის აწარმოე საქართველოს მიკრო გრანტების პროგრამა, ევროკავშირის სოფლის განვითარების პროგრამა, არაგვი ლაგის საგრანტო პროგრამა და სხვა მსგავსი პროგრამები, რომლებიც განთავსებულია www.rda.gov.ge-ზე

აღსანიშნავია, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა ქედაში 2020 წელს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ქედა ლაგის პროექტის ფარგლებში 30 სტუდენტი, 25 მეწარმე, 25 სკოლის მოწაფე და 10 აგრობიზნესის და დარგის ექსპერტი იყო ჩართული.

პროექტის სამომავლო გეგმა:

ამ ეტაპზე დაგეგმილია დამატებით 40-ზე მეტი სტუდენტის, ახალგაზრდა მეწარმის და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოწაფის შერჩევა და შემდეგი 6 კვირის განმავლობაში გადამზადება აგრობიზნესის წარმოების უნარჩვევებში.

გადამზადების შემდეგ ახალგაზრდები ჩართულები იქნებიან აგრობიზნესის სტაჟირების პროგრამაში, მონაწილეობას მიიღებენ აგრობიზნესის გეგმების შემუშავებაში. ახალგაზრდების და სტუდენტების მიერ მოხდება ბიზნეს გეგმების პრეზენტაცია აგრობიზნესის წარმომადგენლებისთვის.

ბიზნეს გეგმების დამკვეთ აგრობიზნესის წარმომადგენლების თანხმობის საფუძველზე, პრეზენტაციის პროცესს დაესწრებიან საშუალო და მსხვილი აგრობიზნესის კომპანიების წარმომადგენელი HR მენეჯერები, შეაფასებენ ახალგაზრდების უნარებს და განიხილავენ მათი დასაქმების პერსპექტივას საკუთარ საწარმოებში თუ მომსახურების ობიექტებში.

პროექტი გრძელდება 2021 წლის ივლისის ჩათვლით დუშეთში. მიღება პერიოდულად ცხადდება 2 თვეში ერთხელ, ადევნეთ თვალი ჩვენს ვებ გვერდს www.gbdc.ge და facebook გვერდს: https://www.facebook.com/GBDCCaucasia

პროექტის დასრულების შემდეგ “GBDC კავკასიის” ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის, დუშეთის ფერმერთა კლუბის ბაზაზე, ფუნქციონირებას განაგრძობს GBDC Agribusiness One Stop Shop – აგრობიზნესის მომსახურების ერთიანი ფანჯრის პრინციპით შემუშავებული ონლაინ საკონსულტაციო სამსახური, რომელიც აგრობიზნესის ახალგაზრდული რესურს ცენტრის დახმარებით პერმანენტულად გაუწევს მომსახურებას სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს და მეწარმეებს სამეწარმეო საკითხებში.

შერჩეული სკოლის მოწაფეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ინოვაციების შესახებ და სტუდენტებთან ერთად პრაქტიკულ ტრენინგებში ჩაერთონ, რაც სასოფლო სამეურნეო საწარმოებში, ფერმებში და სოფლის მეურნეობის პროდუქტების სავაჭრო ცენტრებში ვიზიტებს გულისხმობს.კოვიდ 19 – ის გამოწვევის გათვალისწინებით შესაძლებელია პრაქტიკული ტრენინგები და შეხვედრები ასევე ონლაინ შეხვედრებით იყოს ჩანაცვლებული.

საგანმანათლებლო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და ბაზრებზე პროდუქტების გაყიდვების ხელშეწყობის პროგრამაში ახალგაზრდების ჩართვის ხარჯები მთლიანად დაფარულია პროექტის მიერ.

პროექტში მონაწილეობისთვის, საჭიროა CV-ის და სამოტივაციო წერილის გამოგზავნა ელექტრონული ფოსტით მოცემულ ორ სავალდებულო მისამართებზე:

sergobaramidze@gbdc.ge
youngagro2020@gmail.com

შერჩევის მიმდინარე ეტაპზე CV-ების მიღების ბოლო ვადა: 21 ივნისი, 2021 წელი.

2021 წლის 14 ივნისს, 15:00 გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა, Zoom – ის ონლაინ შეხვედრის ბმული:

Join Zoom Meeting https://us02web.zoom.us/j/83761952881?pwd=c1NPcHdERzRPSXB5LzhCRmFNbGFVZz09
Meeting ID: 837 6195 2881
Passcode: 4PYr54

საკონტაქტო პირები:

ნინო ნიაური – 598 12 61 96 – GBDC კავკასია
გიორგი გაფრინდაშვილი – 571 17 17 75 – GBDC კავკასია
სერგო ბარამიძე – 599577750 – GBDC კავკასია
ნუნუ ხეთაგური – 595070753 – დუშეთის ფერმერთა კლუბი



Leave a Reply