პროექტის ოფიცერი – აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის

2020 წლის 25 აგვისტოდან, GBDC კავკასიამ დაიწყო პროექტის “აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის” განხორციელება და აცხადებს კონკურს მოხალისე პროექტის ოფიცრის სტატუსის მოსაპოვებლად.

 

პროექტი „აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის“   დაფინანსებულია ევრო კავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტის ქედა ლიდერის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

 

 

სამიზნე ჯგუფი

 

სოფლის ახალგაზრდები, უმაღლესი სასწავლო და პროფესიული დაწესებულებების სტუდენტები და საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოწაფეები.

 

კონკურსის შედეგად შერჩეული იქნება მაქსიმუმ 100 ახალგაზრდა და ჩართული იქნება პროექტის ღონისძიებებში.

 

პროექტის მიზნები

 

 

-სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების და სტუდენტების ჩართვა პროექტის ღონისძიებებში – ღირებულების ჯაჭვების პრეზენტაციები, აგრობიზნესის ტრენინგები, ბიზნეს გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა, კონსულტაციების გაწევა მიკრობიზნესის დამწყები ახალგაზრდებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.

 

-არსებულ საგრანტო/თანადაფინანსების  პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, საგრანტო წინადადებების შემუშავებაში დახმარების გაწევა და გრანტების მოპოვება ქედის მოსახლეობისთვის აგრობიზნესის დასაწყებად.

 

-დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება თანამედროვე სოფლის მეურნეობაში დასაქმების და ბიზნესის დაწყების  შესაძლებლობების შესახებ, რაც  პრეზენტაციების / ტრენინგების ჩატარებას და ადგილობრივ მეურნეობებში და აგრობიზნესის კომპანიებში  სასწავლო პრაქტიკულ ვიზიტებს გულისხმობს.

 

-პროექტის სამიზნე ბენეფიციარებისთვის საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა.

 

 

 

პროექტის ჩართვის მეთოდოლოგია

 

შერჩეული სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები და სტუდენტები ჩაერთვებიან აგრობიზნესის მოდელირების პროექტებში და მიიღებენ აგრობიზნესის განვითარების ოფიცრების სტატუსს პროექტის მიმდინარეობის დროს, რომელიც გრძელდება 2020 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. პროექტის დასრულების შემდეგ GBDC კავკასიის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებას  განაგრძობს GBDC Agribusiness One Stop Shop – აგრობიზნესის მომსახურების ერთიანი ფანჯრის პრინციპით შემუშავებული ონლაინ სამსახური.

 

პროექტის მიერ შერჩეულ სკოლის მოწაფეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საინფორმაციო შეხვედრებს სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ინოვაციების შესახებ და სტუდენტებთან ერთად პრაქტიკულ ტრენინგებში ჩაერთონ, რაც სასოფლო სამეურნეო საწარმოებში, ფერმებში და სოფლის მეურნეობის პროდუქტების სავაჭრო ცენტრებში ვიზიტებს გულისხმობს, ასევე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების კარიერულ ცენტრებთან შეხვედრებს ითვალისწინებს.

 

 

19 სექტემბერს, 14:00 საათზე დაბა ქედაში, ქედის ზრდასრულთა განათლების ოფისში და პარალელურად ონლაინ სივრცეში გაიმართება პირველი საინფორმაციო შეხვედრა, Zoom – ის აპლიკაციის საშუალებით.

 

Join Zoom Meeting

https://us04web.zoom.us/j/72441269386?pwd=RnZmTWRqWElJZ3FIQVFtT0dMcktXQT09

 

Meeting ID: 724 4126 9386

Passcode: bLXF0C

 

 პროექტი განხორციელდება ქედის მუნიციპალიტეტში, პრაქტიკები ახალგაზრდებისთვის დაგეგმილია აჭარის მაშტაბით.

 

პროექტის პარტნიორები

 

ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი https://www.facebook.com/AEC-Keda, მედია პლატფორმა www.asea.ge, GBDC კავკასიის ბათუმის ოფისი www.gbdc.ge , თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tsu.ge , ბათუმის უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი და ტურიზმის ფაკულტეტები www.bsu.ge .

                           

პროექტში ჩასართავად პრიორიტეტი ენიჭებათ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს და სტუდენტებს რომლებიც არიან:

 

ქედის მუნიციპალიტეტიდან, ასევე, შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში საქართველოს რეგიონებიდან ახალგაზრდების ჩართვა, რომლებიც დაინტერესებულები არიან სასოფლო სამეურნეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობით მათ თემებში.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გარდა, სოფლად ახალგაზრდებს და აგრარული, ეკონომიკის და ბიზნესის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, საინფორმაციო ტექნოლოგიების, იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა თავისუფალი მსმენელების როლში დაესწრონ ონლაინ აგრობიზნესის სესიებს და სამუშაო შეხვედრებს, ასევე თვალი ადევნონ ჩაწერილ ვიდეო გაკვეთილებს და ჩვენი ექსპერტების რჩევებს და კონსულტაციებს.

 

პროექტის ღონისძიებები

 

პროექტი ითვალისწინებს სტუდენტების ჩართულობას GBDC – კავკასიის და მისი პარტნიორების მიერ შემუშავებულ აგრობიზნესის საკონსულტაციო პროექტებში, რომელთა ბენეფიციარებს წარმოადგენენ ქედის მუნიციპალიტეტის საოჯახო მეურნეობები, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის სასოფლო სამეურნეო ფერმები და გადამამუშავებელი საწარმოები, აგრო ტურიზმში ჩართული საოჯახო სასტუმროები.

 

2020 წლის ოქტომბერი – დეკემბერი

 

ტრენინგები:

აგრობიზნესის დაწყების შესაძლებლობები

აგრობიზნესის დაგეგმარება და მარკეტინგი

ფინანსებზე წვდომა და ფინანსური პროგნოზირება

პრაქტიკული ტრენინგები/ვიზიტები სტუდენტების და ახალგაზრდებისთვის

 

ახალგაზრდების შერჩევის პროცესში გამოყენებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

 

  • ზოგადი ინტერესი სოფლის მეურნეობის მიმართ
  • საბაზისო მათემატიკური, კომპიუტერული და ონლაინ ინფორმაციაზე წვდომის ძირითადი უნარები
  • საკუთარი სოფლის, თემის, მუნიციპალიტეტის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის ამბიცია
  • სიახლეების მარტივად დაუფლების უნარი
  • ინიციატივის დონე
  • კარგი კომუნიკაციის უნარი

 

ასევე მისასალმებელია ინოვაციური იდეის ფლობა სოფელში ბიზნესის განვითარებისთვის და გამოცდილება სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში.

 

ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა აგრობიზნესის დასაწყებად

 

იმისათვის რომ ქედის მოსახლეობას გაუადვილდეს არესბული პროგრამებიდან გრანტების მიღება აგრობიზნესის დასაწყებად, ქედის მოსახლეობის გამოვლენილი საჭიროებების ანალიზის და ტრენინგებზე შემუშავებული აგრობიზნესის მოდელების საფუძველზე, პროექტის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო მექანიზმის GBDC One Stop Shop – აგრობიზნესის ონლაინ მომსახურების ფანჯრის გამოყენებით განხორციელდება საგრანტო განაცხადების წარდგენა შემდეგ თანადაფინანსების საგრანტო პროგრამებში:

 

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.arda.gov.ge  განთავსებულ საგრანტო პროგრამებში

 

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ http://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/ბიზნესის-განვითარება/მიკრო-მცირე-ბიზნესის-მხარდაჭერა ხელშეწყობის პროექტი

 

ENPARD – სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა – www.enpard.ge

 

USAID Agricultural Project – აშშ – ის საერთაშორისო დახმარების სოფლის მეურნეობის პროგრამა – https://www.facebook.com/apgeorgia.org/

 

USAID/Georgia – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა https://www.facebook.com/EconSecProgram

 

პროექტის ექსპერტები

 

GBDC კავკასიის პროექტების წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ ჩვენი ექსპერტების გუნდის წევრებს, რომლებიც მრავალწლიან გამოცდილებას ფლობენ აგრო ბიზნესის განვითარებაში და სასოფლო სამეურნეო ექსტენციის მიწოდებაში და მზად არიან ქედის მუნიციპალიტეტის ბიზნესის განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა, ინფორმაციას ექსპერტების შესახებ პერიოდულად გამოვაქვეყნებთ  www.asea.ge – ზე, სადაც გაშუქდება პროექტის მიმდინარეობა და GBDC კავკასიის წარმატებული ისტორიები, ადევნეთ თვალი ჩვენი სოციალური მედია პარტნიორის ონლაინ სივრცეს.

 

 

უახლოეს მომავალში „აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის“ პროგრამის დაწყება დაგეგმილია დუშეთის მუნიციპალიტეტში, დეტალები სექტემბერში გამოქვეყნდება.

 

აგრობიზნესი ახალგაზრდებისთვის პროექტის კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა მიღებული აქვთ USAID Agricultural Program – ის ექსპერტებს.

 

 

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა CV-ის და სამოტივაციო წერილის გამოგზავნა ელექტრონული ფოსტით მოცემულ ორ სავალდებულო მისამართზე:

 

sergobaramidze@gbdc.ge

info.kavkasioni@gmail.com

 

ინფორმაცია GBDC – ის შესახებ:

https://drive.google.com/open?id=0B5XuwkZhHAM0b3hSN0dfOHJ0a1k

 

საკონტაქტო პირები: სერგო ბარამიძე –  599577750; ნინო ყურაშვილი – 599021697; ნინო ნიაური – 598 12 61 96; გიორგი გაფრინდაშვილი – 571 17 17 75



Leave a Reply